20 დეკემბერი: კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 599 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 599 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 208 638 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 180 441 გამოჯანმრთელდა, 2 094 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 481 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –6 654 ხოლო კოვიდსასტუმროში – 1 913.

ამასთან, 19 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 316 პაციენტი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები