საქართველოში კორონავირუსის 1 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული
შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გასულ
დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 233 879 შემთხვევაა
გამოვლენილი, მათგან 223 276 გამოჯანმრთელდა, 2 666 პირი კი
გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 14 839 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი
ტესტით – 8 253, Pჩღ-ტესტით – 6 586.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 911,
საიდანაც, 3 901 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია
863, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 279 პირი. 765
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში. 3 245 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
კარანტინის რეჟიმშია 484 პირი, თვითიზოლაციაში კი 24 279.
ამასთან, 5 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 316
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 382 ადამიანი.
სტატიის გამოყენების პირობები