საქართველოში კორონავირუსის 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 892 ადამიანი
გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16
პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 16 267 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის
სწრაფი ტესტით – 8 855, პისიარ-ტესტით – 7 412.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 252 972 შემთხვევაა
გამოვლენილი, მათგან 240 629 გამოჯანმრთელდა, 3 038 კი
გარდაიცვალა.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 530 ადამიანი, სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 3 302 პაციენტი, კლინიკურ სასტუმროში
მყოფი პირების რაოდენობა კი 444-ს შეადგენს.
ამასთან, 22 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 903
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 636 პაციენტი.
სტატიის გამოყენების პირობები