კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 448 თბილისში, 170 იმერეთში, 116
სამეგრელო-ზემო სვანეთში, 68 კი შიდა ქართლში გამოვლინდა, – ამის
შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 267 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 855
კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 412 PCR ტესტით.
„ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 998 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში
„კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 252 972-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 892 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 240 629-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 038 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 998 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 448 შემთხვევა, აჭარა – 31, იმერეთი – 170,
ქვემო ქართლი – 51, შიდა ქართლი – 68, გურია – 31, სამეგრელო – ზემო
სვანეთი – 116, კახეთი – 50, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი
-13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 279,
საიდანაც: 3 302 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში – 1 632, აჭარაში – 251, იმერეთში – 663. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 694 პირი, მათ შორის, თბილისში – 302, აჭარაში
– 47, იმერეთში – 183. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 204
პირი, მათგან თბილისში – 154, აჭარაში – ერთი, იმერეთში – 25. 444
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 210 –
თბილისში, 159 – აჭარაში, 23 – იმერეთში. 5 533 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 530 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში – 216, აჭარაში – 111, ხოლო იმერეთში – 9.
სულ 6 ოქტომბრიდან – 22 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 797 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 786 ადამიანი, მათ შორის
თბილისში – 11 299 პირი, აჭარაში – 1 400, იმერეთში – 2 062“, –
აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
სტატიის გამოყენების პირობები