ვიდეორეპორტაჟი
პოლიტიკური ქუჩა ანუ რეაბილიტირებულ უბანში თამოყრილი პარტიები (VIDEO)
ქალაქ გორის ძველ უბანში პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილის ოფისები განთავსდა.

ამის თაობაზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარმა წარმომადგენელმა ბადრი ბასიშვილმა მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს რეაბილიტირებულ უბანში, სწორედ, იმ ძალებმა მოიყარეს თავი, რომელთა წარმომადგენლებიც ამ პროექტს თავის დროზე აკრიტიკებდნენ.

მათ შორის, ,,ქართული ოცნება" და მისი გუნდი იგულისხმა.

საგულისხმოა, რომ გორის ციხის ძველ უბანში თვით ,,ნაციონალების" ოფისი არ მდებარეობს.

წერეთლის ქუჩას რეაბილიტაცია 2012 წლის თებერვლიდან დაიწყო და დაჩქარებული წესით თითქმის შემოდგომამდე, 202 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დასრულდა.

ადგილობრივი მცხოვრებლები ქირით სხვადასხვა ბინებში გადაანაწილეს. მაშინდელი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის კურატორობით სამუშაოები დღედაღამე მიმდინარეობდა.

დაჩქარებული წესით მშენებლობას ხარვეზებიც ახლდა. საბოლოო ჯამში, ძველი უბანი განახლდა. დაიგო ქვაფენილი, აშენდა ახალი კედლები.

პროექტის მიხედვით, პირველ სართულზე მხოლოდ კომერციული ფართები უნდა განთავსებულიყო, ხოლო დანარჩენი სართულები საცხოვრებლად დაუტოვეს მესაკუთრეებს.

ეს სამუშაო 8 მლნ ლარზე მეტი დაჯდა.

2015 წელს სახელმწიფო აუდიტმა სპეციალური დასკვნა დადო, სადაც წერია, რომ გაურკვეველია 1 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოს ბედი. კერძოდ, დოკუმენტების შესწავლის შედეგად,  თითქმის ერთი მილიონი ლარის ღირებულების სამუშაო აკლდა.

თუ რატომ აირჩიეს ,,ქართული ოცნების", ,,პატრიოტთა ალიანსის", პაატა ბურჯულაძის და ნინო ბურჯანაძის პარტიებმა საოფისედ ეს ქუჩა, ამის შესახებ იხილეთ ვიდეო:

Print

სტატიის გამოყენების პირობები