ვიდეორეპორტაჟი
მოსავლის აღება კერძო კომბაინებით შედარებით იაფი ჯდება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ხორბლისა და ქერის მოსავლის აღება მიმდინარეობს.

ამის ამსახველი ვიდეომასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა გადაიღეს.

შავშვების თემში შემავალ ხურვალეთისა და წითელუბნის მინდვრებზე კერძო და სახელმწიფო კომბაინები (სულ ორი) უკვე მუშაობს.

მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის როინ ადიკაშვილის თქმით, უახლოეს ხანებში კახეთიდან დამატებით ორი კომბაინის მიღებას ელოდებიან. 

კერძო კომბაინის დაქირავების ფასი ჰა-ზე 75 ლარია, ხოლო სახელმწიფო ,,მექანიზატორის" კუთვნილის კომბაინის - 92 ლარი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები