ქართლის სტუდია
დისკუსია ქართლის სტუდიაში გორის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ
2019 წლის გორის ბიუჯეტი 38 მლნ 559 000 ლარით განისაზღვრა. აქედან საკუთარი შემოსავლის წილი 38 მლნ 256 000 ლარია. გრანტების თანხა ჯერ ცნობილი არაა.

თუ შევადარებთ 2018 წლის ბიუჯეტის გეგმას, ვნახავთ, რომ საკუთარი შემოსავლების რაოდენობა გაზრდილია: კერძოდ: 2018 წელს ამ კუთხით გათვალისწინებული იყო 31 მლნ 357 900 ლარი. წელს 38 მლნ 256 000 ლარამდე გაიზარდა.

ადგილიბრივი ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილი არ მოსწონს ფრაქცია ,,ნაციონალურ მოძრაობას". მისმა წევრებმა გარკვეული სახის შენიშვნები დამტკიცებამდე მერიას გაუგზავნეს, თუმცა, როგორც ფრაქციის წარმომადგენელი აცხადებს, შენიშვნები არ იქნა გათვალისწინებული. მერიაში აცხადებენ, რომ შენიშვნები გაითვალისწინეს, თუმცა, უცნობია, ვისი.

ქართლის სტუდიაში ახალი ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ საკრებულოს წევრებმა - ზურაბ ყაჯრიშვილმა და ბექა ქორჩილავამ ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ისინი ერთი თემიდან - შინდისიდან არიან.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები