ქართლის სტუდია
''ქართლის სტუდია" - საგზაო რეგულაციები გორში


გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, 2018 წელს, ჯარიმებიდან და საურავებიდან 3 მლნ 200 ლარი შევიდა. ამის შესახებ გორის მერიის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საკრებულოს წევრებს დღეს წარუდგინეს.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, გეგმით გათვალისწინებული იყო 1 მლნ 200 000 ლარი. ბიუჯეტში კი, დაგეგმილზე - 2 მლნ ლარით მეტი თანხა შევიდა. მიზეზების შესახებ ,,ქართლის სტუდიაში" მერიის ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ განჯელაშვილმა და საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტმა, გიორგი გიორგაძემ ისაუბრეს.

სპეციალისტებმა ჟურნალისტ გიორგი ახალკაცთან ერთად იმ რეგულაციების შესახებაც ისაუბრეს, რომელსაც ქალაქი, საგზაო უსაფრთხოების კუთხით, ევროსტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები