ქართლის სტუდია
,,ქართლის სტუდია" - როგორ გამოვიცნოთ რუსული პროპაგანდა
საქართველოში რუსული პროპაგანდის გავრცელების ერთ-ერთი ძირითადი წყარო ტელევიზია. მედიის განვითარების ფონდის კვლევის თანახმად, ქვეყანაში მინიმუმ ერთი მაუწყებელი, რამდენიმე ინტერნეტ გამოცემა, გაზეთი თუ ბეჭდური მედია რუსული პოლიტიკის ინტერესების გამტარებელია.

როგორ გამოვიცნოთ პუტინის პროპაგანდა, როგორ ვებრძოლოთ მას და რა როლი აქვს ამ სფეროში ადგილობრივ მედიას, ამის შესახებ ,,ქართლის სტუდიაში" მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე ჟურნალისტ გიორგი ახალკაცთან საუბრობს. ექსპერტთან საუბრის დაწყებამდე გადაცემაში ნახავთ რეპორტაჟს საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებიდან, სადაც მოსახლეობა საუბრობს იმის შესახებ, თუ რა შინაარსის ინფორმაცია ვრცელდება მაუწყებლების მეშვეობით ევროკავშირის ან ნატოს შესახებ.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები