ქართლის სტუდია
,,ქართლის სტუდია" - რუსული არხების გავლენა ეთნიკურ უმცირესობებში
რას სთავაზობს ქართული ან უცხოურენოვანი მაუწყებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მცხოვრებთ?

ამ თემაზე სასაუბროდ ,,ქართლის სტუდიაში" ჟურნალისტ გიორგი ახალკაცთან ამერიკის ხმის ჟურნალისტი ნინო დალაქიშვილი და ერგნეთის ომის მუზეუმის დამფუძნებელი ლია ჩლაჩიძე საუბრობენ.

,,უნდა იფიქრონ იმაზე, რომ რაღაც კრეატიული შესთავაზონ მაყურებელს" - აცხადებს ლია ჩლაჩიძე. ნინო დალაქიშვილის თქმით, რუსული პროპაგანდის ნაწილია კვალიფიციურად და პროფესიონალურად შეფუთული, თუმცა ცრუ ინფორმაციის მიწოდება მაყურებლისთვის.

,,ვფიქრობ, საუკეთესო მაგალითია ბალტიის ქვეყნების გამოცდილება, სადაც რეალურ ინფორმაციას თარგმნიან იმ ენაზე, რომელიც რუსულენოვან მოსახლეობას ესმის" - ამბობს ნინო დალაქიშვილი.

გადაცემაში ასევე ნახათ რეპორტაჟს ეთნიკური აზერბაიჯანელებით და ოსებით დასახლებული სოფლიდან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები