ქართლის სტუდია
,,ქართლის სტუდია" - სოციალური პოლიტიკა შიდა ქართლში
,,სოციალური სამსახურები ბიუჯეტის დაგეგმვისას გასული წლის სტატისტიკას ეყრდნობა. არ არსებობს სოციალური პროგრამების მონიტორინგის და შეფასების სისტემა. საჭიროებებს რწმუნებულების მეშვეობით იგებენ  და ა.შ." - ეს ჩამონათვალი იმ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც შიდა ქართლში სოციალური პოლიტიკას ეხება.

შიდა ქართლში სოციალური პოლიტიკის მიმართ მოსახლეობის განწყობის შესახებ კვლევა გამოქვეყნდა. კვლევა - "მუნიციპალური სოციალური პოლიტიკის ანალიზი შიდა ქართლის მაგალითზე" PMC კვლევითი ცენტრმა ჩაატარა. რეკომენდაციები რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტს გადაუგზავნეს.

,,ქართლის სტუდიაში" ჟურნალისტ გიორგი ახალკაცთან ერთად დისკუსია სწორედ ამ კვლევას მიეძღვნა. სტუმრები არიან - PMC კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი ციალა დარახველიძე და ქარელის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი ზაზა გაჩეჩილაძე.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები