ქართლის სტუდია
,,ქართლის სტუდია" - ქართულ-ოსური ურთიერთობები
გადაცემა "ქართლის სტუდია" ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე საუბარს დაეთმო. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, ექსპერტმა კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა და ნაცინალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ელიკო ბენდელიანმა. მათ ყურადღება გაამახვილეს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების გზებზე და იმ ეთნიკური ოსების დაბრუნების აუცილებლობაზე, რომლებმაც საქართველო 90-ან წლებში დატოვეს.

,,ოსური მოსახელობა მეტად იყო ინტეგრირებული საქართველოში, ვიდრე აფხაზური მოსახლეობა. ოსური საზოგადოება მეტად ენდობოდა ქართულ საზოგადოებას და ინტეგრაციისთვის მზად იყო. სამწუხაროდ, ეს მზაობა გამქრალია დღეს და საკმაოდ ჩაკეტილები, იზოლირებულები არიან. მე ვერ ვიტყვი, რომ ისინი ძალიან ბედნიერები არიან, რომ მათი პერსპექტივა მაინც და მაინც რესეთთან არის კავშირში, მაგრამ, სხვა გამოსავალს ჯერჯერობით ვერ პოულობენ."-აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

"ჩვენ მივიღეთ რეპატრიაციის კანონი, თუმცა, სამწუხაროდ ვერ ვიტყვი, რომ ეს კანონი მუშაობს. ნამდვილად მიმაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და პირველ რიგში ჩვენ უნდა დავიწყოთ სწორედ ჩვენი პასუხისმგებლობიდან იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ თუნდაც ოსებს და ზოგადად, ჩვენ საზოგადოებასაც, რომ ჩვენ ვიღებთ ჩვენ თავზე პასუხიმგებლობას და ვაძლევთ ადამიანებს შესაძლებლობას თავად აირჩიონ უნდათ დარჩენა თუ უნდათ იქ გააგრძელონ ცხოვრება, სადაც არიან."-აცხადებს ნაცინალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელი ელიკო ბენდელიანი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები