ქართლის სტუდია
ქართლის სტუდია - რეგიონული მედიის ხელმისაწვდომობა უცხოენოვან წყაროებთან
გორელმა ჟურნალისტებმა ინგლისური ენის შემსწავლელი, სამწლიანი კურსი დაასრულეს. პროგრამა ორგანიზაცია ,,ლინგვა ლების" მიერ, აშშ-ს საელჩოს ფინანსური დახმარებით განხორციელდა. ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ცოდნისა და უნარების მიხედვით, ინგლისურ ენას ორ ჯგუფად სწავლობდნენ. პროგრამის შესახებ, პროექტის ხელმძღვანელმა ნინო ხოსროშვილმა, ინგლისური ენის პედაგოგმა მაია ბოლაშვილმა და ჟურნალისტმა ნიკა გაბლიშვილმა, გადაცემა ქართლის სტუდიაში ისაუბრეს.

პროექტის ხელმღვანელი და ინგლისური ენის პედაგოგი ამბობენ, რომ ჟურნალისტებმა ინგლისური ენა იმ დონეზე შეისწავლეს, რომ უცხოელ რესპონდნეტებთან კომუნიკაცის თავისუფლად შეძლებენ. ენის შემსწავლელი კურსის ერთ-ერთი მონაწილე ნიკა გაბლიშვილი, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელია „მშვიდობის ჟურნალისტიკაში“ ამბობს, რომ ინგლისუური ენის ცოდნა, მას და მის კოლეგებს, რუსული პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცლებული ე.წ. „ფეიკ ნიუსების“ გადამოწმების საშუალებას, ინგლოისურენოვან წყაროებთან მისცემს. აღნიშნული კი, ხელს შეუწყობს აუდიტორიის სწორად ინფორმირებას, კონკრეტულ თემებზე.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები