ქართლის სტუდია
ქართლის სტუდია - მიწის რეგისტრაცია და დაცარიელებული სოფლები
2020 წლამდე საქართველოში მიწის რეგისტრაცია უფასოა. ბოლო მონაცემებით, სახელმწიფოს ამ სერვისით, დაახლოებით 50 ათასმა ოჯახმა ისარგებლა. შიდა ქართლში არსებობს სოფლები, რომლის მოსახლეობამაც საცხოვრებელი სახლები ნებით თუ იძულებით, 90-ანი წლების დასაწყისში დატოვეს. მათზე მიწის პრივატიზაციის პროცესი თავის დროზე არ განხორციელებულა. უფრო მეტიც, მიტოვებულ სოფლებში ახალმოსახლეები გაჩნდნენ.  რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ტიპის მიწების რესგისტრაციის მსურველი აღმოჩნდა როგორც ძველი, ისე ახალმოსახლეობა და საერთოდ, როგორ მიმდინარეობს პროცესი დღეს?

 

ამ თემაზე, ქარელის და გორის თვითმმართველობებთან  არსებული აღიარების კომისიების თავმჯდომარეებმა ნუგზარ დაბრუნდაშვილმა და გიორგი რაზმაძემ  გადაცემა „ქართლის სტუდიაში“ ისაუბრეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები