ახალი ამბები
დიალოგი ცხინვალთან - ქართლის სტუდიის სტუმარი ლია ჩლაჩიძე
ცხინვალში მცხოვრებმა სამოქალაქო აქტივისტმა, გაზეთ ,,სამხრეთ ოსეთის" რედაქტორმა, თემურ ცხურბათმა სოციალურ ქსელში თანამოქალაქეებს შეკითხვით მიმართა, ხომ არ დადგა ქართველებთან დიალოგის დაწყების დრო.

ამ პოსტმა სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. კომენტარების რაოდენობამ თითქმის 700-ს გადააჭარბა.

ამ არასაჯარო განცხადებას და მის ქვეშ გამართულ დისკუსიას საქართველოში ის ადამიანები ეცნობიან, ვინც სამოქალაქო აქტივისტს იცნობს და ფეისბუქზე დამეგობრებულია. მათ შორის, არის ერგნეთში მცხოვრები, ომის მუზეუმის დამაარსებელი, ქალბატონი ლია ჩლაჩიძე. იგი ყურადღებით აკვირდება სოციალურ ქსელში გამართულ დისკუსიას და საკუთარ მოსაზრებებს ქართლის სტუდიაში გვიზიარებს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები