ახალი ამბები
ვითარება გამყოფ ხაზთან და დევნილთა დასახლებებში / ქართლის სტუდია
გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლებში და დევნილთა დასახლებებში გამოკითხვა ჩატარდა. შეიქმნა დოკუმენტი, რომელსაც საფუძვლად სწორედ გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია დაედო.

დოკუმენტში ასახული გამოწვევები, მაჟორიტარმა კანდიდატებმა საკუთარ საარჩევნო პროგრამაში უნდა ასახონ, ხოლო კანდიდატების მიერ გაცემული დაპირებები ამ პრობლემების მოგვარებას უნდა ეხმიანებოდეს.

პროექტს მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი’’ ახორციელებს, რომლის სახელწოდებაა - ,,გორის მუნიციპალიტეტში ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლებში და დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდების საარჩევნო პროცესებში ჩართვის გააქტიურების ხელშეწყობა".

პროექტს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აფინანსებს.

დღეს ჩვენ გადაცემაში სტუმრად ,,ქართლოსის“ წარმომადგენელი ლევან გეგეშიძე, ასევე, დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ადამიანები იქნებიან.

ლევან გეგეშიძე პროექტის, ხოლო დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ადამიანები იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრებენ, რომლებიც დოკუმენტშია ასახული.


Print

სტატიის გამოყენების პირობები