ახალი ამბები
საქართველო ნატოში ინტეგრაციის გზაზე - ,,ქართლის სტუდია''
საქართველოს ერთ-ერთ მთავარ მიზანს ნატოში ინტეგრაცია წარმოადგენს. ეს მიზანი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებაზეა დამყარებული, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული.

ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველო, სამხედრო და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, სხვადასხვა ერთობლივ ღონისძიებებშია ჩართული. არაერთი გამოკითხვით დასტურდება, რომ საზოგადოებრივი განწყობის შეცვლას დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული გზებით, ცდილობენ.

რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება, როგორ უმკლავდება ამ გამოწვევებს. ,,ქართლის სტუდიაში" საუბრობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თორნიკე ფარულავა.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები