ახალი ამბები
,,ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები'' - პროექტის შეჯამება ,,ქართლის სტუდიაში"
ორგანიზაცია ,,ქართლოსმა" წლის ბოლოს გამოაქვეყნა მოკლე შემაჯამებელი ინფორმაცია იმ პროექტისა, რომელიც გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებსა და დევნილთა დასახლებებში განხორციელდა.

,
,ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები - ბორდერიზაცია და მისი გავლენა ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაზე" - ასე ჰქვია იმ პოსტერს, რომლის ელექტრონული ვერსია Qartli.ge-ს მიაწოდეს.



როგორც ჩვენი გადაცემების მაყურებლებისთვისაა ცნობილი, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში და დევნილთა დასახლებებში გამოკითხვა ჩატარდა. პოსტერშიც აღნიშნულია, რომ სამიზნე ჯგუფს ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა, დევნილები და ახალგაზრდები წარმოადგენდნენ.

პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. თავდაპირველად, ორგანიზაცია ,,ქართლოსის" წევრებმა საჭიროებების მოკვლევა დაიწყეს; შეიქმნა ფოკუსჯგუფები, სადაც ინტერვიუები იქნა აღებული.

საჭიროებების მოკვლევის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, ინფორმაცია მაჟორიტარ კანდიდატებს გააცნეს. საკითხები მაჟორიტად კანდიდატებთან ერთად დეტალურად განიხილეს. პროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა სწორედ ის გარემოება, რომ მოსახლეობის მიერ დასახელებული საჭიროებები კანდიდატების საარჩევნო პროგრამაში უნდა ასახულიყო.

ამის შესახებ, პროექტის წარმომადგენლებმა საარჩევნო პროგრამების მონიტორინგი განახორციელეს. პოსტერში მოცემულია, რომ რამდენიმე პარტიის კანდიდატმა ეს კვლევები გაითვალისწინა და ასახულ იქნა კიდეც მათ დაპირებებსა და პროგრამებში.
საბოლოოდ კი, ანგარიში მთავრდება იმ რეკომენდაციებით, რომლის გათვალისწინებასაც არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას ურჩევს.

სწორედ, ამ პროცესის შესახებ ისაუბრა დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარმა, ორგანიზაცია ,,ქართლოსის" წარმომადგენელი ლევან გეგეშიძემ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები