ქართლის სტუდია
ვაქცინაცია და ანტივაქსერული განწყობები


ეპიდემიოლოგების განცხადებით, ვაქცინაციის ტემპი ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღის პერიოდში მომატებულია, თუმცა, სოციალურ ქსელში გაიზარდა ასევე ანტივაქსერების აქტივობაც, რაც ვაქცინაციის პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს.

დღეს ,,ქართლის სტუდიაში'' ამ თემაზე ქეთი ხუციშვილთან და ნანა ტერმაკოზაშვილთან ერთად ვსაუბრობთ, ქეთი მუშაობს მედიის განვითარების ფონდში და აქტიურად აკვირდება სოციალურ ქსელში ყალბი ახალი ამბების გავრცელების ტენდენციებს.

გადაცემაში თქვენ ასევე ნახავთ სიუჟეტს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენშია გადაღებული. ვიდეოში ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ანტივაქსერი მოქალაქეების დიალოგიაა ასახული.

ხელისუფლების წარმომადგენლები არწმუნებენ მოსახლეობას, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია. სიუჟეტში ნათლად ჩანს, თუ როგორ უმკვლავდება ხელისუფლება ასეთ განწყობებს. 


Print

სტატიის გამოყენების პირობები