ახალი ამბები
კორონავირუსის მეხუთე ტალღა - მკურნალობა, ლეტალობა და ვაქცინაცია


,,გორმედის'' კლინიკაში დღეს მწოლიარე 150 პაციენტიდან ვაქცინირებულია მხოლოდ 3 პაციენტი. დანარჩენი - აუცრელები არიან.

გორის სასაფლაოზე კი ნოემბერში, 17 დღის განმავლობაში, უკვე 28 ადამიანი დაკრძალეს, რომელთაგან უმრავლესობა კორონავირუსით გარდაიცვალა.

გარდაცვლილთა ეს ის რაოდენობაა, რომლის სტატისტიკას არაპანდემიურ პერიოდში სასაფლაოს ადმინისტრაცია მხოლოდ 1 თვეში აღრიცხავდა.

გადაცემის სტუმარი, გორმედის კლინიკის ხელმძღვანელი ხათუმა შრუბი საუბრობს იმაზე, რომ ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი დამოკიდებულია ვაქცინაციის ნელ ტემპთან, ხოლო წარმატებული მკურნალობის ჩატარების მიუხედავად, მოსახლეობა მაინც არ უნდა იყოს დამოკიდებული მკურნალობაზე.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები