ქართლის სტუდია
ქართლის სტუდია - გუბერნატორის ინტერმუნიციპალური თავშესაფარი
ქართლის სტუდიაში გორის მუნიციპალიტეტის ფრაქცია ,,ქართული ოცნების" ხელმძღვანელმა და ცხოველთა დამცველმა ირმა მთიულიშვილმა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის შესახებ ისაუბრეს, რომლის განხორციელება 6 თვის წინ დაიგეგმა.

პროექტი საზოგადოებას ჯერ კიდევ 2018 წლის მარტში გააცნეს, თუმცა მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. ქართლის სტუდია, ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტის შესახებ, მას შემდეგ დაინტერესდა, როდესაც შიდა ქართლში ახალი გუბერნატორი დაინიშნა. ყოფილმა გუბერნატორმა კახა სამხარაძემ პროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ ის აუცილებლად განხორციელდებოდა და ამაში რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებიც ჩაერთვებოდნენ.

გადაცემის მიმდინარეობისას სტუმრებს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტების მიერ მომზადებული რეპორტაჟები აჩვენეს, სადაც ასახულია გორის ამჟამინდელ თავშესაფრის მდგომარეობა და მოსახლეობის აზრი მიუსაფარი ცხოველების ადგილსამყოფელის თაობაზე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები