ქართლის სტუდია
უსაფრთხოება სკოლისკენ მიმავალ გზაზე - გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქართლის სტუდიაში
ქართლის სტუდიაში გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა მუნიციპალიტეტის სკოლებში არსებულ მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. შეაფასა ,,უნისეფის" მიერ გამოქვეყნებული 2017 წლის კვლევა, რომლის თანახმად მოსწავლეთა უმრავლესობა სკოლაში თავს უსაფრთხოდ გრძნობს. ამავე კვლევის მიხედვით, 47,1 % აცხადებს, რომ ისინი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი გამხდარან, ხოლო 47,5%-ი აცხადებს, რომ განიცადეს ფსიქოლოგიური ძალადობა.

ძალადობა განიცადეს სკოლის სათამაშო ტერიტორიაზე ან კიდევ სკოლიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე.

გადაცემაში ასევე ისაუბრეს გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაქირავებული კომპანიის ,,სითი საქართველოს" მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ მოსწავლეთა რაოდენობა რიგ სკოლებში გადატვირთულია. კერძოდ, ერთ მოსწავლეზე სკოლის საერთო ფართიდან მოდის 4 კვ.მ. ,,სითი საქართველოს" რეკომენდაციით, სკოლებში ერთ მოსწავლეზე მინიმუმ 16 კვ.მ ფართი უნდა მოდიოდეს.

ნანა ტერმაკოზაშვილმა პასუხი გასცა კითხვებს რამდენიმე სკოლაში ბოლო დროს მომხდარი ფაქტების შესახებაც.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები