სხვადასხვა
ქართლში შემონახული შელოცვა ,,ბატონების" საამებლად
იმისათვის, რომ „ბატონები“ არ გაბრაზდნენ, მას უნთებენ ბაზმის სანთლებს და უმღერიან. სერგი მაკალათიას გორის რაიონში ჩაუწერია ბატონების იავნანის საკმაოდ საინტერესო და ვრცელი ვარიანტი.

„იავნანა ვარდონანა, იავნანინაო,
აქ ბატონები მობრძანდნენ, იავნანინაო,
შვიდნი და-ძმანი დადიან, იავნანინაო,
შვიდ სოფელს მოეფინენო, იავნანინაო,

შვიდნი კარავი დასცესო, იავნანინაო,
მობრძანდნენ და გაგვახარეს, იავნანინაო,
იას და ვარდზე იარეთ, იავნანინაო,
თქვენს გზასაც
გაუხარია, იავნანინაო,

ჩვენც გახარებული გვამყოფე, იავნანინაო,
ბატონების მამიდასა, იავნანინაო,
ქვეშ გავუშლი ხალიჩასა, იავნანინაო,
განა მარტო ხალიჩასა, იავნანინაო,

ორხუასა და ქეჩასა, იავნანინაო,
ბატონების მამიდასა, იავნანინაო,
ჩალხის აკვანი უდგია, იავნანინაო,
შიგ უწევს ბატონიშვილი, იავნანინაო,
ურქმევია ლევანიო, იავნანინაო,

განა მართლა ლევანიო, იავნანინაო,
მარგალიტის მტევანიო, იავნანინაო
დიბის საბანი უხურავს, იავნანინაო,
ატლასის არტახები აქვს, იავნანინაო,
მარგალიტის ჩანჩხურაი, იავნანინაო,
ათამაშებს ბატონიშვილი, იავნანინაო,
ზედ უსხედნა ბატონები, იავნანინაო,
დასძახიან ნანასაო, იავნანინაო,

ბატონების ბაღშია მუხას ვაშლი ასხია, ზედ ბულბულნი სხედანო
დასძახიან ნანასაო, იავნანა ვარდო ნანა, იავნანინაო.
ია და ვარდსა ვკრეფავ, იავნანინაო,
ბატონების გზაზე ვფენავ, იავნანინაო“


,,ბატონების“ შესახებ უნიკალური ისტორიული მასალები სერგი მაკალათიას სახელობის გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება. მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა თამარ კოშორიძე თავი მოუყარა გასული საუკუნის დასაწყისში ქართველი ეთნოგრაფების მიერ გაკეთებულ ჩანაწერებს.

ამ ჩანაწერების მიხედვით, ,„ბატონებიან“ ავადმყოფს არ წამლობენ - ხატები გაჯავრდებიანო. ოჯახში ამ დროს ცეცხლს არ ანთებენ და არ საქმობენ. „ ხმაურობა და ტირილი არ შეიძლება - ამაზე „ბატონები“ გაჯავრდებიან, ავადმყოფს ცუდად გახდიან და შეიძლება ის ჩქარა მოკვდესო“.

ეს ლექსი, თამარ კოშორიძის ცნობით, ს. მაკალათიას ჩაუწერია სოფ. კარბში 65-წლის ქეთო ანიაშვილისაგან. თუ ბატონები, ასეთი ტკბილი მიმართვების შემდეგ, არ მოლბებოდნენ და ავადმყოფი მაინც დამძიმდებოდა, მაშინ შეუთქვამდნენ ბარბარეს. როდესაც ოჯახში ვინმე ავად გახდება სახადით (ყვავილი, წითელა, ქუნთრუშა და სხვ.), მაშინ ბარბარეს მიმართავდნენ, მას შესთხოვდნენ შველას და სახადისგან მორჩენას. ამისათვის, ქორდის ბარბარეში მიდიოდნენ, ოღონდ ორშაბათ დღეს.

„ბატონებისადმი“ მიძღვნილი საინტერესო რიტუალი დაუდასტურებია ეთნოგრაფ მ. ხუციშვილს ფრონეს ხეობაში:

„როცა ბატონებით არის ბავშვი ავად, დედა აკეთებს ბაზმას და დგამს ოთახის ოთხივ კუნჭულში. ერთს დაიდგამს ბეჭებზე ანთებულს, წაიკუზება ისე, რომ მკერდით მიწას ეხება და თან ბოდიშობს ბატონებთან. თუ ბავშვი დამძიმდებოდა და ის თვალებს ვეღარ ახელდა, მაშინ მას უყიდიან თეთრ თხასა, შეუღებავენ წითლათა თავსა, ყელზე მოახვევენ წითელს და შეიყვანენ სახლში და ბავშვს ჰკითხავენ, აბა რა მოგიყვანეთო. შემდეგ სამჯერ შემოატარებენ ავადმყოფს. 6 კვირის შემდეგ დაკლავენ და ბავშვებს აჭმევენ“.

ბატონების გასტუმრების შემდეგ ოჯახი მიდიოდა ქორდის ბარბარეში. ნაავადმყოფარი აუცილებლად თეთრებში იყო გამოწყობილი, გულზე ეკიდა თვალის კაკლები ან კაკლის ჯვარი და ხელში ხატის დროშით მუხლის მოყრით სამჯერ შემოუვლიდა ბარბარეს. სერგი მაკალათიას ბარბარეს მლოცველებისათვის ფოტოც გადაუღია, სადაც ბავშვები (სავარაუდოდ ნაავადმყოფარი, ბატონებ გასტუმრებული) თეთრებში არიან გამოწყობილნი.

შესაწირს ამწყალობებდა „ხაჩიაანთ“ გვარის მნათე. ამის შემდეგ მლოცველები ბარბარეს ეზოში სუფრას გაშლიდნენ და „ბატონების“ სადღეგრძელოს სვამდნენ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
ვიდეორეპორტაჟი
საბედნიეროდ, ცოტაა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ამას ცუდად იყენებს. ამან არ უნდა გამოიწვიოს უმრავლესობის დაჩაგვრა,
ტონი მემელი წამყვანი გიტარისტია, ის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მუსიკოსი და კომპოზიტორი.
მასში მონაწილეობას გორის და გორის რაიონის 24 საჯარო სკოლა იღებდა.
,,ეს ჩვენი მეორე საჯარო ფორმატის შეხვედრაა. ამ პატარა ფორმატის შეხვედრებს ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსი აქვს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
,,რიტუალების სახლის თანხა ,,პრარაბმა" კაზინოში წააგო" - ჩობალაურში მუშები ხელფასს ითხოვენ
სოფელ ჩობალაურს წელს ნაცვლად 5 ათასი ლარისა, 10 000 ლარი შეხვდა. სოფლის კრება შედგა, თუმცა, მოსახლეობა ამ შეხვედრას კრებას
,,ატოს" და ,,იურჩიკას" ამბავი ატოცში
p.s რეპორტაჟის მომზადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ,,იურჩიკა" რუსმა სამხედროებმა კვლავ დაიჭირეს. ,,ძალა ერთობაშიას"
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
ამავე კატეგორიაში
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982
წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად
კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982 წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
23:58 / 29.03.2019
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო
მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული
ბრძოლების შესახებ.
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული ბრძოლების შესახებ.
22:20 / 21.03.2019
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის
ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
01:01 / 28.02.2019
სულ მალე გამოქვეყნდება ვაჟა შაქარაშვილის საავტორო წიგნი -
,,ნარკვევები გორის უახლესი ისტორიიდან
სულ მალე გამოქვეყნდება ვაჟა შაქარაშვილის საავტორო წიგნი - ,,ნარკვევები გორის უახლესი ისტორიიდან". ამის შესახებ მწერალმა
02:16 / 24.02.2019
გადარჩენილი მცხოვრებნი გარეთ
სიცივეში კანკალებენ და ნანგრევებს შეჰყურებენ სევდით და მწუხარებით
მოსილნი, გონება დაკარგულნი
გადარჩენილი მცხოვრებნი გარეთ სიცივეში კანკალებენ და ნანგრევებს შეჰყურებენ სევდით და მწუხარებით მოსილნი, გონება დაკარგულნი
21:15 / 20.02.2019
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.