რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
სხვადასხვა
პირველი ექიმები გორში
,,ეს ამბები, რა საკვირველია, არსად დაწერილა, ან ვინ დაწერდა მაშინ? თუმც, დღეს ეს უნდა იცოდეს გორმა, ქართულმა საზოგადოებამ, - ისიც თუ რა პირობებში უხდებოდათ პროფესიული საქმიანობა თეთრი ხალათის მოერთგულე, სუფთა სინდისის მქონე გორელ ექიმებს“ - წერს მწერალი ვაჟა შაქარაშვილი, რომელმაც არაერთი მონოგრაფია მიუძღვნა გორის უახლოესი წარსულში მომხდარ ამბებს და ცნობილ, თუმცა, ბევრისთვის უცნობ ადამიანებს.

შესავალი

ვაჟა შაქარაშვილმა შეისწავლა გორში გახსნილი პირველი საავადმყოფოების ისტორია და იქ მომუშავე პირველი ექიმების მოღვაწეობა.

მისი ცნობით, 1886 წლიდან გორის მაზრასა და ოლქში 4-საწოლიანი საავადმყოფოთი, სოფლის ექიმის თანამდებობა ყალიბდება.

1904 წლის მარტიდან მაზრაში თითო ექიმით, ორი ფერშლით, ბებია ქალით, 6 საწოლით, ორ-ორი სოფლის საექიმო პუნქტი გაიხსნა. ეს პუნქტი კი, სოფელ მეჯვრისხევში, მოსახლეობის ხარჯით, გაიხსნა. 1906 წლიდან მეჯვრისხევში მუშაობას ექიმი კოტე ელიოზიშვილი იწყებს. ის ერისთავების სიძე იყო. მეჯვრისხევის საექიმო პუნქტი ამ ტიპის ერთადერთი სამედიცინო დაწესებულება გახლდათ გორის მაზრის სოფლებში.

1906 წელს გორში გაიხსნა 10 საწოლიანი მომცრო საავადმყოფო, ექიმ კობერიძის ხელმძღვანელობით, ზანგურიძის სახლში (მაშინდელ სამეფო ქუჩაზე). ტკივილგამაყუჩებლად ოპერაციის დროს ე.წ. ბანგებს უშხაპუნებდნენ.

1921 წლის მარტში სახელმწიფო სახსრებით გორში 50-საწონლიანი საავადმყოფო გაიხსნა, აქ მუშაობა დაიწყო კოტე ელიოზიშვილმა. 1922 წელს საავადმყოფოს შენობა განთავსდა ამილახვრების სასახლეში. მას წითელი ჯვრის საზოგადოება ეხმარებოდა. 1924 წელს ახალი საავამდყოფო ააშენეს. 1930 წლიდან კი, პოლიკლინიკაც გაიხსნა და დაექვემდებარა საავადმყოფოს.

მე-20 საუკუნის 20-30 წლებში დაიწყეს მუშაობა ცნობილმა ექიმებმა - ჩაჩავა, გაბრიელ გვერდწითელი, დავით ხუციშვილი, გოგი გელდიაშვილი, თამარ ოქროპირიძე და სხვები.

ამათგან, საინტერესო ცნობებია შემონახული ექიმ თამარ ოქროპირიძის შესახებ. ვაჟა შაქარაშვილმა ეს ამბავი მისი შვილის, ნუნუ ოქროპირიძის მეშვეობით, გადმოსცა.


1937 წელი

,,შინსახკომიდან“ გორში მოდიოდა გეგმა, - რამდენი ექიმი, ინჟინერი თუ მასწავლებელი უნდა ყოფილიყო დაპატიმრებული. ერთ-ერთი ასეთი დირექტივის თანახმად, 5 გორელი ექიმის აყვანა იყო ნაბრძანები, თუმც გრაფაში, კონკრეტული პიროვნებათა გვარები არ გახლდათ მითითებული. ეს ადგილობრივი პარტიული ელიტის, კერძოდ, რაიკომის მდივნის ექსკლუზივი იყო.

მაშინდელმა რაიკომის მდივანმა იმავე დღეს შეადგინა დასაპატიმრებელ ექიმთა 5 კაციანი სია, სადაც სახელდებოდნენ კოტე ელიოზიშვილი, გაბრიელ გვერდწითელი, მიხეილ მაჭარაშვილი, ავეტისოვა და თამარ ოქროპირიძე. ამავე პერიოდში, დასაჭერ რაიკომის მდივანთა სიაც დგებოდა. დასაპატიმრებელ მდივანთა 5-კაციან ,,შავ სიაში“, სწორედ, გორის რაიკომის მდივანიც მოხვდა. იმავე ღამით აუყვანიათ. დასაჭერად გამზადებულ ექიმთა სია კი, სამუშაო მაგიდაზე დარჩენია.

,,1937 წლის ცივი იანვრის ღამეა. მაშინ, გორის კომისარიატის სიახლოვეს მდებარე ნაქირავები ბინის მეორე სართულზე ვცხოვრობდით. ცნობისათვის, ლამის მთელი ცხოვრება, მე და დედამ, ნაქირავებ ოთახებში გავლიეთ.

ღამის 2 საათი იქნებოდა, მეორე სართულზე ამომავალი ხის კიბის საფეხურებზე, მძიმე ნაბიჯების შემზარავმა ბრაგუნმა რომ გამაღვიძა...ულ ექვსიოდე წლის გახლდით მაშინ. - ვხედავ, დედა ფეხზე წამოჭრილიყო, ძალუმად აცნობიერებდა საზარელ რეალობას. ეს ის დროა, როცა დედას - თამარ ოქროპირიძის ძმა, როგორც ხალხის მტერი, დაპატიმრებულია, მამა კი - დახვრეტილი.

ოთახში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი სამი ჩეკისტი შემოდის. - ,,ჩაიცვით“ - მიმართეს დედას. დედას ავი წინათგრძნობა, მართლდებოდა. მოსამზადებლად, ხუთიოდე წუთი ითხოვა. მსწრაფლ, ჩემ ბიძაშვილს, ნორა ოქროპირიძეს დაუბარა, - სისხამ დილითვე დაუყოვნებლივ დეიდაჩემთან - ზინაიდა ლომთათიძესთან, თბილისს გავმგზავრებულიყავით. აქვე დავძენ, რომ ზინაიდა ლომთათიძე საქართველოს მენშევიკური მთავრობის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის - ალექსანდრე ლომთათიძის მეუღლე გახლდათ.

დედას ამდაგვარი გადაწყვეტილება ძალზედ მარტივად ასახსნელი გახლდათ, - დაპატიმრებულ მშობელთა ეულად დარჩენილ შვილებს, ხომ პირდაპი ე.წ. პრიუტებში (უპატრონო ბავშვთა თავშესაფრებში) ამწესებდნენ.

გამოგვეთხოვა და... დღესავით მახსოვს იმ საშინელი ღამის სათი, - შავი ფერის მანქანა, რომელიც დაიძრა და ზამთრის უკუნში გაუჩინარდა.


გორის მილიციის განყოფილება შორიახლოს მდებრეობდა, თუმცა მანქანამ გეზი, რატომღაც, ხაშურის მიმართულებით აიღო. - საით მიგყავართო - უკითხავს დედას. - გაიგებთ! - საფლავის ქვის წარწერასავით მოკლე და მკვახე იყო პასუხი ჩეკისტისა.

ავტომობილი, ხაშურის ერთ-ერთ კერძო საცხოვრისის წინ გაჩერდა. შევიდნენ ოთახში, რომლის მარცხენა კუთხეში, საწოლზე გადაფითრებული, სასომიხდილი კაცი ესვენა. წინ სისხლის სავსე, მოზრდილი ჯამი ედგა:

- ,,გადაარჩინეთ“ - ეს იყო ბრძანება ჩეკისტისა.

და უმალ მიხვდა მისი აქ მოყვანის მიზეზს ექიმი დედა - უშიშრად მიეჭრა დირექტივის გამცემს და ჯიქურ მიახალა: ,,თქვენ ალბათ დაგავიწყდათ, რომ მე ექიმი ვარ და არა ჯადოქარი. მითხარით შიშველი ხელებით რით ან როგორ დავეხმარო ტუბერკულიოზით სნეულ ავადმყოფს. ადგილზე გეთქვათ თქვენი სათქმელი, საჭირო მედიკამენტებს მაინც წამოვიღებდი, ან სულაც, გორში მივხედავდი ავადმყოფს, ვერ ხედავთ, სისხლად იღვრება?!

- შეასრულეთ, რასაც ექიმი გეტყვით. - ხველა-ხველით, ძლივს წამოილუღლუღა მომაკვდავმა პაციენტმა.

როგორც გაირკვა, ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმით დასნებოვნებული ავადმყოფი ,,ენკავედეს“ ადგილობრივი მაღალჩინოსანი ყოფილა, ჩეკისტებს კი, მაშინ ავადმყოფობა ეკრძალებოდათ - ხალხს არ უნდა გაეგო ასეთი რამ.

1955 წელი - ,, ე"

გორი, სამეფო ქუჩის ძველთა-ძველი შენობა. მის სქელ, ვეება, საუკუნოვან კედლებში, გორელ ექიმთა საბრალდებო დასკვნებს ისმენენ...

სასამართლო ,,მექრთამეობაში“ ბრალდებულ ექიმთა საქმეს განიხილავს: - ასე მოიხსენია ბრალდებული ექიმი-ფტიზიატრი თამარ ოქროპირიძე ბრალმდებელმა და სასამართლო დარბაზშივე მისი დაპატიმრება მოითხოვა. თემა და ბრალმდებლის პათეტიკური გამოსვლა, ელვისებურად აიტაცა გორმა, საზოგადოებამ. ხალხით გადაჭედილი მოზიმზიმე დარბაზი, სულგანაბული ელის ვერდიქტს მოსამართლისას. ბრალმდებლის მტკიცებით, ექიმებმა, ქრთამის აღების სანაცვლოდ, ყალბი სამედიცინო დასკვნით, სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის შეუსაბამოდ მიიჩნიეს წვევამდებელი.

კომისია კი, რომელმაც წვევამდელთა შესახებ, დასკვნა მოამზადა, შემდეგი შემადგენლობის იყო: - თამარ ოქროპირიძე, რენტგენოლოგი ოლია კვალიაშვილი, ნევროპათოლოგი გალაქტიონ გიორგაძე, თერაპევტი ვერა ფიდიური და სხვ. საჩივრის ავტორი სამხედრო კომისარიატი იყო.

საბოლოო სიტყვა, თავად ,,დამნაშავე“ ექიმებს მისცეს: - ,,არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის, ვაცხადებ, ჩემს მიერ დაწერილი სამედიცინო დასკვნა, სწორია და ზედმიწევნით შეესაბამება სინამდვილეს. ამ ორ ახალგაზრდის დაავადება, სულ მოკლე ხანში იჩენს თავსო“.

უეცრად დარბაზის კარზე მუშტების ბრაგუნის გულისწამღები ხმა გაისმის, რასაც კიდევ უფრო კარსმიღმა, მამაკაცთა ხმამაღალი შეძახილები ,,გახსენით კარი!“ და ექიმ-ფიტიზიატრის სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის სრულიად შეუსაბამოდ მიჩნეული, გადაფითრებული ორი ახალგაზრდა, რის ვაი-ვაგლახით ადის სცენაზე.

,,- პატივცემულო მოსამართლევ, ჩვენ ის წვევამდელები ვართ, რომელთა გულისთვისაც დღეს ექიმ თამარ ოქროპირიძეს სხვა უდანაშაულო ექიმებთან ერთად, ასამართლებთ! ეს საშინელი ცნობა ამ დილით გორში ჩამოსვლისას, რკინიგზის სადგურში შევიტყვეთ. სამხედრო ნაწილიდან სასწრაფო წესით გამოგვამგზავრეს, თან გვითხრეს, - აქ რომელმა უვიცმა ექიმმა გამოგაგზავნათო?! სამხედრო სამსახურიდან სულ რაღაც სამიოდე თვეში იანფილტრატი გააქტიურდა, მთელს ფილტვებს მოედო და ტუბერკულოზად ჩამოგვიყალიბდა“.

ყველაფერი ნათელი გახდა. გადაჭედილი დარბაზი ფეხზე წამოდგა და დედა, სხვა ბრალდებულ ექიმებთან ერთად, მხურვალე ტაშით დააჯილდოვა. იმავე წამიდან, უკლებვლივ ყველა, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

,,უკვავდების წამალი"

სულ რამდენიმე თვის შემოსული იყო ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტი - სტრეპტომიცინი - იხსენებს ნუნუ ოქროპირიძე - ,,მიღებისთანავე დედამ სამუშაო კაბინეტის სეიფში მოათავსა და მხოლოდ ტუბერკულოზის მძიმე ფორმით დაავადებულთათვის გამიზნა.

გორში ხმა დაირხა - ექიმს თამარ ოქროპირიძეს, 5-გრამიანი ,,უკვდავების წამალი“ მიუღიაო.

ერთ მშვენიერ დღეს სურდოშეყრილი, ,,სოციალისტური შრომის გმირი“ ქალბატონი აღებს კარს და მიმართავს - მე, სოციალისტური შრომის გმირი ვარ და მოვითხოვ მომცეთ სტრეპტომიცინი. დედამ მშვიდად გასინჯა, ფილტვებს მოუსმინა და რენტგენოგრამა შესთავაზა... გულდასმით შეამოწმა, დაათვალიერა მისი ფილტვები და გრიპოზული ფორმა დაუდგინა.

გაცხარდა დეპუტატი და თანამდებობის დაკარგვითაც დაემუქრა.

გადის რამოდენიმე დღე და რაიკომის ბიუროს სხდომაზე იბარებენ დედას. ერთობ დაძაბულ ვითარებაში წარმართულა ბიუროს სხდომა. ,,დავუშვათ გამეცა იგი და ამ დროს ჩემთან, ტუბერკულოზით მძიმე დაავადებული, სისხლდენით გათანგული პაციენტი მოეყვანათ, აი მაშინ ვიქნებოდი მოსახსნელი.“ რაიკომის მდივანმა ზურაბ თავზარაშვილმა ექიმი კარამდე მიაცილა.


ფოტოები:
1. მთავარ ფოტოზე - ქალთა ჯანმრთელობის ცენტრის ექიმები
2. გაბრიელ გვერდწითელი მეუღლესთან ერთად
3. თამარ ოქროპირიძე
4. ვაჟა შაქარაშვილი - მწერალი.

ამავე თემაზე:

მეჯვრისხეველი ერისთავები და კოტე ელიოზიშვილი

ფრაუ ნინო (ნუნუ ოქროპირიძე) და გერმანელი ტყვე გორში
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის
კოლმეურნეობას!

,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის კოლმეურნეობას!" - კვლავ გაისმა ტრიბუნიდან.

19:30 / 21.09.2019
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება,
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
17:45 / 13.06.2019
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982
წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად
კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982 წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
23:58 / 29.03.2019
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო
მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული
ბრძოლების შესახებ.
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული ბრძოლების შესახებ.
22:20 / 21.03.2019
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის
ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
01:01 / 28.02.2019
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.