სხვადასხვა
სოფლები ხაშურში, სადაც შიდა გზები მოიხრეშება
ხაშურის მუნიციპალიტეტის 28 სოფელში შიდა გზები მოიხრეშება. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. სულ დაიხარჯება დაახლოებით 290 000 ლარი.

გთავაზობთ იმ სოფლების ჩამონათვალს, სადაც გზებო მოიხრეშება:

1 სოფელ ურთხვაში შიდა გზების მოხრეშვა
2 სოფელ ზეკოტაში შიდა გზების მოხრეშვა
3 სოფელ ბიჯნისში სოფლის ახალი სასაფლაოს გზის მოხრეშვა
4 სოფელ ცივწყაროში სოფლის გზების დახრეშვა
5 სოფელ ოძისში სოფლის საუბნო გზების დახრეშვა
6 სოფელ ქემფერში საუბნო გზების დახრეშვა
7 სოფელ ბეღლითში შიდა გზების დახრეშვა
8 სოფელ სავანისუბანში შიდა გზების მოხრეშვა, ცხაურის გაკეთება
9 სოფელ ტეზერში შიდა გზების დახრეშვა
10 სოფელ რბონაში გზის შეკეთება (დახრეშვა)
11 სოფელ უწლევში მისასვლელი და შიდა გზების მოხრეშვა
12 სოფელ კლდისწყაროში მისასვლელი და შიდა გზების რეაბილიტაცია
13 სოფელ პატარა ფლევში სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოხრეშვა (მოწყობა)
14 სოფელ წაღვლში შიდა გზების დახრეშვა
15 სოფელ ჩორჩანაში სოფლის შიდა გზების მოხრეშვა
16 სოფელ დიდ სატივეში გზების მოხრეშვა
17 სოფელ ქვემო ოსიაურში შიდა სასოფლო გზების მოხრეშვა
18 სოფელ ზემო ოსიაურში ე.წ "ხაშური 2" გზის რეაბილიტაცია
19 სოფელ ტიტვინისწყაროში შიდა გზების მოხრეშვა
20 სოფელ დიდ ყელეთში შიდა საუბნო გზების მოხრეშვა მოშანდაკება
21 სოფელ პატარა ყელეთში შიდა საუბნო გზების მოხრეშვა მოშანდაკება
22 სოფელ იმერლიანთკარში მისასვლელი გზის მოხრეშვა მოშანდაკება
23 სოფელ ახალშენში შიდა გზების მოხრეშვა
24 სოფელ ნადარბაზევში შიდა გზების მოხრეშვა მოშანდაკება
25 ხაშური-ღართას დამაკავშირებელი გზის მოხრეშვა
26 ხაშური-სარტყელას დამაკავშირებელი გზის დაზიანებული უბნების მოხრეშვა
27 ხაშური -პატარა ხალების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის დაზიანებული უბნების მოხრეშვა
28 სოფელ დიდი ხალების შიდა საუბნო გზის დაზიანებული უბნების მოხრეშვა
Print

სტატიის გამოყენების პირობები