ხაშურში ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია იგეგმება
ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფლის ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულომ 7 მაისის სხდომაზე მიიღო.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან აცნობეს რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის 182 000 ლარი გამოიყო, ხოლო ადგილობრივი მუნიციპალიტეტი თანადაფინანსებით თანხის 5% დაამატებს.

სულ რეაბილიტაცია ჩაუტარდება 8 ამბულატორიას და სოფელ ტეზერში აშენდება ახალი შენობა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალიტეტი ტენდერს თვის ბოლოს გამოაცხადებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები