სხვადასხვა
გრიგოლ ვაშაძე ტირძნისში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა
გრიგოლ ვაშაძე ტირძნისში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხელისუფლებას ზარალის დროული დათვლისკენ მოუწოდა და მოითხოვა სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა, რათა დაზარალებულებს კომპენსაციები დაურიგონ.

გორის მუნიციპალიტეტში სეტყვამ 20-მდე სოფელი დააზარალა, გუშინ 27 მაისს მოსახლეობამ ჯერ მერიის ადმინისტრაციის შენობის წინ, მოგვიანებით კი ავტობანზე აქცია გამართა. დღის ბოლოს კი მათ სოფლის მეურნეობის მინისტრი შეხვდა, თუმცა შეთანხმება ვერ მოხდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები