სხვადასხვა
გორში სამუშაოების დასრულების დაგვიანების გამო კომპანია გააფრთხილეს
გორის მერიამ კომპანია ,,ერედვი 2008"-ის ხელმძღვანელობა დღეს გააფრთხილა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან მას შემდეგ აცნობეს, როდესაც ქართლი.გე-მ ფოტოები წარუდგინა.

25 მაისიდან აღმაშენებლის გამზირზე საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ხნის მანზილზე, კომპანიამ გადათხრილი გზების რეაბილიტაცია ვერ უზრუნველყო.

აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშოები ხორციელდება შპს ,,ერედვი 2008"-სთან 2019 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს გზების მოვლა-პატრონობას მთელი წლის მანძილზე.

აღნიშნული კომპანია შეირჩა ტენდერის საფუძველზე. გზების მოვლა-პატრონობისთვის ბიუჯეტში გამოყოფილია 247 500 ლარი. სამუშაოები ქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს. ამჟამად კომპანია მუშაობს აღმაშენებლის გამზირზე, სადაც სამუშოები დაიწყო 25 მაისს და 30 მაისს დასრულდება.

,,რაც შეეხება საგზაო სამუშაოების მინიშნებებს, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გაფრთხილება მისცა კომპანიას. გაფრთხილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანიის დაჯარიმება საპატრულო პოლიციის პრეროგატივაა." - აღნიშნავენ მერიაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები