სხვადასხვა
დღეს, გორის კულტურის სახლში გაიმართება შეხვედრა თეატრისა და კინოს ცნობილ მსახიობებთან
კომედიის ფესტივალის ფარგლებში დღეს მასპინძელი, გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი თავის ნამუშევარს წარმოადგენსამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ერისთავის სახელობის თეატრიდან აცნობეს.

"ნაჩვენები იქნება რეჟისორის დავით ჩხარტიშვილის "სადღეგრძელო", რომელიც ლაშა ბუღაძის პიესების მიხედვით დაიდგა. დღესვე საღამოს 6 საათზე კულტურის სახლში გაიმართება შეხვედრა თეატრისა და კინოს ცნობილ მსახიობებთან. შეხვედრას რომელსაც ნიკოლოზ წულუკიძე გაუძღვება მსახიობები ჯემალ ღაღანიძე, ტრისტან სარალიძე, ნანული სარაჯიშვილი, ეკა მჟავანაძე, დათო დვალიშვილი დაესწრებიან."-ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც "ქართლი.ჯი"-ს თეატრიდან მიაწოდეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები