სხვადასხვა
საელჩო: აშშ არ აღიარებს სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს
"შეერთებული შტატები არ აღიარებს ეგრეთ წოდებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში 9 ივნისს გაიმართა და არც მის შედეგებს." - ამის შესახებ საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
"ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ცალსახაა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ხაზს ვუსვამთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. მათ შორისაა, მისი ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად გადაადგილების უზრუნველყოფა."-ნათქვამია განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები