სხვადასხვა
ამ წუთებში Qartli.ge-ს რედაქტორი გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზე იმყოფება
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი გენერალურ ინსპექციაში მის უფლებადამცველთან ერთად მივიდა.

საბა წიწიკაშვილი და ლექსო მერებაშვილი საგომოძიებო უწყებას 10 ივნისის ღამით მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიაწვდიან ინფორმაციას და მტკიცებულებად ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას წარუდგენენ.

საქმე ეხება 10 ივნისის ღამეს, ცენტრალურ მაგისტრალზე, მდინარე ლიახვის ხიდზე მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ჟურნალისტს სამართალდამცველებმა ავტოსაგზაო შემთხვევის გაშუქების საშუალება არ მისცეს. პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები