გენერალურ ინსპექციაში Qartli.ge-ს რედაქტორის გამოკითხვა დასრულდა
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი საბა წიწიკაშვილი გენერალურ ინსპექციაში მის უფლებადამცველ ლექსო მერებაშვილთან ერთად იმყოფებოდა. გამოკითხვა ორ სათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

"გენერალური ინსპექციის წარმომადგენელს ცემის ფაქტი უფრო აინტერესებდა, ვიდრე პროფესიულ საქმიანობაში ჩარევის ფაქტი, რაც გავაპროტესტე. ვკითხე, მხოლოდ ეს კითხვები ჰქონდა თუ არა, თუ სხვა კითხვა არ გაქვთ დავტოვებ შენობას ვუთხარი გენისნპექციის თანამშრომელს. მიპასუხა, რომ ცემის ფაქტი უფრო მძიმეა, შესაბამისად მითხრა რომ უფრო მეტად დაისჯებოდა, თავს მაჩვრნებდა ვითომ და ჩემს სასარგებლოდ მოქმედებდა, რაცეზ ვუპასუხე რომ ჩემთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყო პროფესიულ საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე დაწყებულიყო გამოძიება. აცხადებდა რომ ჩაინიშნავდა ჩემს ნათქვამს და ამას მიხედვით იმოქმედებდა,მე არ ვიცი რას ჩაინიშნავდა ის და ამიტომ ახსნა-განმარტების გაკეთება წერილობით მოვიყხოვე. ხუთ გვერდიან განცხადებაში ყურადღება ძირითადა გავამახვილე პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებზე" -ამბობს საბა წიწიკაშვილი.

საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ კომენტარი ლექსო მერებაშვილმაც გააკეთა.
"გენერალურ ინსპექციას ამომწურავად მივაწოდეთ ინცინდეტთან დაკავშირებული ფაქტობტივი გამოძიებები, წარვუდგინეთ ასევე ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები,რაც სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ გამოიკვეთოს საბა წიწიკაშვილისათვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტი და დამრღვევ პოლიციელებს დაეკისროთ შსესაბამისი პასუხისმგებლობა." -აღნიშნა ჟურნალისტის უფლებადაკცველმა.

საბა წიწიკაშვილი და მისი ადვოკატი ლექსო მერებაშვილი არ აპირებენ დაელოდონ გენერალური ინსპექციის დასკვნას და უახლოეს დღეებში აპირებენ მიმართონ მთავარ პროკურატურას ინცინდენტში მონაწილე პოლიციელების ქმედებებში სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები გამოკვეთის მოთხოვნით.

შეგახსენებთ, საქმე ეხება 10 ივნისის ღამეს, ცენტრალურ მაგისტრალზე, მდინარე ლიახვის ხიდზე მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ჟურნალისტს სამართალდამცველებმა ავტოსაგზაო შემთხვევის გაშუქების საშუალება არ მისცეს. პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები