ახალი ამბები
ქეთევან ციხელაშვილი ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის დირექტორთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის დირექტორთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს საბინა ლოიტჰოიზერ-შნარენბერგერს შეხვდა.

ინფორმაცია Qartli.ge-ს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატდან აცნობეს.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იყო, რომელიც აქტიური იმპლემენტაციის პროცესშია. სახელმწიფო მინისტრმა მისი განხორციელების მიმდინარეობა მიმოიხილა და დეტალურად ისაუბრა იმ სიკეთეებზე, რომელთაც ინიციატივა გულისხმობს. ხაზი გაესვა ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერის როლსა და მნიშვნელობას.

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის დირექტორთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციითაც დაინტერესდა. ქეთევან ციხელაშვილმა მას ინფორმაცია მიაწოდა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობასა და სირთულეებზე, რომელთაც გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა იწვევს. აღნიშნეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები.

შეხვედრის ბოლოს ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოითქვა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები