აბიტურიენტებს, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავლენ, მეუფე
ანდრია დალოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მიტროპოლიტის
ეპარქია ავრცელებს.
ეპარქიის ცნობით, საგანგებო პარაკლისი კვირას გაიმართება.
,,კვირას, 23 ივნისს 12:00 სთ-ზე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი
ანდრია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში,
აბიტურიენტებისათვის, გადაიხდის საგანგებო პარაკლისს და დალოცავს
მათ." - აღნიშნულია ეპარქიის განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები