უგემრიელესი ჭახრაკინა ჭყინტი ყველითა და ჭარხლის ფოთლებით

ინგრედიენტები

ცომი:

ფქვილი - 1 კგ
მარილი - 1 ჩ/კ
საფუარი
თბილი წყალი - რასაც შეიზელს

გულსართი:

ჭარხლის ფოთლები - 1 დიდი კონა
ჭყინტი ყველი - 350 გ
მარილი


მომზადების წესები:

ჭარხლის ფოთოლი გავრეცხოთ, დავჭრათ და შევურიოთ გახეხილი ყველი. აფუებული ცომი გავყოთ 4 თანაბარ გუნდად,
თითოეული გავაბრტყელოთ, ჩავუდოთ გულსართი, მოვუკრათ პირი და გამოვაცხოთ უცხიმოდ ტაფაზე. გამომცხვარ მხლოვანებს
გადავუსვათ ზემოდან ერბო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები