რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
სხვადასხვა
შიდა ქართლის პროკურატურას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

 

შიდა ქართლის პროკურორად (რომლის საკურატორო ზონაში მცხეთა-მთიანეთიც შედის) ლევან პაქსაშვილის გაგზავნა მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის დანიშვნას მოჰყვა. ირაკლი შოთაძე მუშაობას დღეს შეუდგა და პროკურატურის რეგიონალური ოფისების ხელმძღვანელებს შეხვდა.

 

ლევან პაქსაშვილის ბიოგრაფია

 

დაიბადა 1981 წელს.

2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.



2013 წლის 22 ნოემბრიდან  დღემდე იკავებს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორის თანამდებობას.



2006 წელს ლევან პაქსაშვილმა კარიერა დაიწყო საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურაში სტაჟიორად.



2006-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორად, ასევე ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის  და ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის მოადგილედ.



2011-2013 წლებში ეკავა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის და საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის პოზიცია.



ლევან პაქსაშვილს გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსი, კერძოდ:  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ადმინისტრაციული სამართალი, ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართლის ტრენინგი, სისხლის სამართლის ელექტრონული საქმისწარმოება, სამართლებრივი წერა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევები, ეფექტური კომუნიკაცია, ელექტრონული ბაზების ტრენინგი, ფასილიტაციური უნარ-ჩვევები, პრეზენტაციული უნარ-ჩვევები.



2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, ხოლო  2009 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში.



ფლობს ფრანგულ და რუსულ ენებს.  ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის
კოლმეურნეობას!

,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის კოლმეურნეობას!" - კვლავ გაისმა ტრიბუნიდან.

19:30 / 21.09.2019
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება,
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
17:45 / 13.06.2019
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982
წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად
კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982 წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
23:58 / 29.03.2019
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო
მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული
ბრძოლების შესახებ.
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული ბრძოლების შესახებ.
22:20 / 21.03.2019
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის
ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
01:01 / 28.02.2019
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.