სხვადასხვა
შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრების წარმატება ტოკიოში

შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა იაპონიაში გამართულ ტურნირში, ტოკიოს გრან სლემი მოიგო. მან 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა. ამავე სპორტული კლუბის წევრმა ნუგზარ ტატალაშვილმა 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

შს მინისტრის ინიციატივითა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით, „შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბი“ 2014 წლის მაისში დაარსდა. კლუბის წევრთა უმრავლესობა საქართველოს ნაკრების ძიუდოისტია. ისინი მსოფლიო ჩემპიონატების და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორები არიან.

 

შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბისთვის ტოკიოში მიღწეული შედეგი, ევროპის საკლუბო ჩემპიონობის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებაა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები