სხვადასხვა
ზეღდულეთში უმწეო მოხუცს საავადმყოფოში მკურნალობა ესაჭიროება


გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთში მცხოვრებ ევგენია ელიაშვილს საავადმყოფოში მკურნალობა ესაჭიროება. 80 წლის მოხუცს ოპერაცია რამდენჯერმე ჩაუტარდა, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში 3 დღეზე მეტ ხანს არ აჩერებენ. ტკივილებისგან შეწუხებულ ქალბატონს სახლში მხოლოდ მეუღლე უვლის.

ევგენია ელიაშვილი, მაღალი არტერიული წნევის გამო, ეზოში ძირს დაეცა. ფეხის მოტეხილობების მიღების შემდეგ საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა, საბოლოოდ, ვერ გამოჯანმრთელდა. ტკივილებისგან იტანჯება და მედპერსონალის მუდმივ ყურადღებას საჭიროებს.


პენსია და სოციალური დახმარების თანხები მედიკამენტების ყიდვას ხმარდება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში უფასო მკურნალობა მხოლოდ 3 დღე ეკუთვნის. საავადმყოფოში თვლიან, რომ მოხუცის მდგომარეობა მძიმე ფორმებით არ გამოიხატება.

სახლში ავადმყოფს მხოლოდ ვახტანგ ელიაშვილი უვლის. მისი თქმით, შვილებს თავისი გაჭირვება აქვთ, რადგან შვილიშვილებსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ და სოფელში არ ცხოვრობენ.

 



Print

სტატიის გამოყენების პირობები