სხვადასხვა
ცხინვალის ხელისუფლება ნაძვის ხეების ჭრის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს


ცხინვალის ხელისუფლება ახალი წლის დღეებში ნაძვისა და წიწვოვანი ხეების უკანონო მოჭრის ფაქტზე ზომებს ამკაცრებს.


ამის შესახებ სააგენტო ,,რეს" სატყეო სამმართველოს უფროსის თეიმურაზ ქელეხსაევის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. ერთი მეტრი სიგრძის ნაძვის ხის მოჭრის შემთხვევაში მოქალაქე 250 რუბლით ჯარიმდება.


,,იმ შემთხვევაში, თუ ზიანის ოდენობა აღემატება 5000 რუბლს, მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დაექვემდებარება ", - განაცხადა ქელეხსაევმა.


სატყეო სამმართველო, ქალაქის ადმინისტრაციის მოთხოვნის საფუძველზე, 20 დეკემბერს სავაჭროდ 500 ნაძვის მიწოდებას უზრუნველყოფს.


გასულ წელს, ცხინვალის სატყეო სამმართველომ ნაძვის უკანონო ჭრის 15 შემთხვევა გამოავლინა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები