სხვადასხვა
პატრულის მანქანას დაეჯახნენ


გორის პატრულის ეკიპაჟს ავტომანქანა უკანა მხრიდან დაეჯახა. გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დაიწყო. თუმცა, რაკი არავინაა დაშავებული, საქმეზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გამოიწერა.

დაზიანებულია ორივე მანქანა. ფაქტი გორში სადგურისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. მდინარე მტკვრის ხიდზე გადასვლის შემდეგ, პატრულის მანქანას სადგურის დასახლებაში მიმავალი მოქალაქე მოსახვევში დაეჯახა.

ეკიპაჟის წევრებმა მ. ბირთველიშვილმა და ჩოხელმა ახსნა-განმარტებები უკვე დაწერეს. მძღოლის ბრალეულობა გამოძიების დასრულების შემდეგ გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ოქმში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 125-ე მუხლი ჩაიწერა.

,,მუხლი 125. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა - სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით"


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები