სხვადასხვა
რუისი-აგარას მონაკვეთზე ახალი ავტობანი გაიხსნა



რუისი–აგარას 19.5 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი გაიხსნა. სახეზეა ოთხ ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 5 გზაგამტარი - ორდონიანი გადაკვეთებით და 3 პარალელური სახიდე გადასასვლელი.

სამშენებლო სამუშაოები 2012 წლის დეკემბერში დაიწყო და მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტზე, რომლის ღირებულება 70 მილიონ ლარია, 500-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული.

რუისი–აგარის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, აღნიშნულ მიმართულებაზე გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობა და მოძრაობა უფრო უსაფრთხო გახდება.

მშენებლობა ჩინურმა კომპანიამ „ჩაინა ნუქლიარ ინდასთრი 23“-მა განახორციელა.

ახალი გზა, ოფიციალურად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა გახსნეს. ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ გასვიანი, ჩინური კომპანიის გენერალური მენეჯერის მოადგილე ჰუან ფენ ციუ და ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელი ჯიაო ხუაი სინი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები