სხვადასხვა
ერგნეთში 61-ე შეხვედრა მიმდინარეობს


ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი 61-ე შეხვედრა მიმდინარეობს. მხარეები ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულების შესახებ ისაუბრებენ.

შეხვედრაზე ასევე განიხილავენ ე.წ. ბანერების მავთულხლართებისა და ღობეების უკანონოდ აღმართვის ფაქტებს. ოთხმხრივ შეხვედრაზე საუბარი ასევე იქნება საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი ირაკლი ბერაია ამბობს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ოსურ მხარეს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავა. ამჟამად, ჯარიმის გადახდის შემდეგ ხუთივე მათგანი გათავისუფლებულია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცხინვალის მხრიდან, რამდენიმე დღის წინ, რუსულმა ვერტმფრენმა გორის მუნიციპალიტეტის 3 სოფელს გადაუფრინა. აღნიშულის თაობაზე რუსეთის საგარემო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და ფაქტი უარყო.

შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებია ოსური მხრს წარმომადგენელს დავით სანაკოევს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები