Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/qartli.ge/public_html//images/temp/2015/12/18/e755139d9b6e34457072b9dbc4ec25ab.jpeg" not exists.

სხვადასხვა
საფრთხე გამვლელებისთვის - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

გორში იერუშალაიმის 9-ში მდებარე ორსართულიანი ავარიული შენობა დიდი ხანია გამვლელებს და ადგილობრივ მცხოვრებლებს საფრთხეს უქმნის. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლს არც ძეგლთა დაცვის სააგენტო და არც გორის მერია ყურადღებას არ აქცევს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ სახლის მეპატრონემ დასახმარებლად გორის მერიას რამდენჯერმე მიმართა. მერიაში განუმარტეს, რომ რემონტისთვის შესაბამისი სახსრები არ გააჩნიათ, ხოლო უმჯობესი იქნება კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიმართონ.

სამინისტრომ კი მეპატრონე უკან გორის მერიაში გადაამისამართა.

,,გაცნობებთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ძეგლის რეაბილიტაციას ახორციელებს ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც საკულტო რელიგიური დანიშნულებისა და ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლების საპროექტო და სარეაბილიტაციიო სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებს."

,,ვინაიდან აღნიშნული პროგრამა, რომლის პროექტიც როგორც წესი მუშავდება ერთი წლით ადრე და მტკიცდება მმდინარე წლის დასაწყისში, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს ზემოთაღნიშნული ძეგლების რეაბილიტაციისათვის საჭირო ღონისძიებები."

,,მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი სახსრების მოძიების შემთხვევაში, სააგენტო გამოთქვამს მზადყოფნას აღმოგიჩინოთ დახმარება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე წარმოებული ნებისმიერი სახის სამუშაო რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და საჭიროებს შესაბამის ნებართვას." - აღნიშნულია სააგენტოს წერილში.

იმის გამო, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სახსრებს დაეყრდნო, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი გორის მერიის კულტურის სამსახურის უფროსს რამაზ შიოშვილს დაუკავშირდა.

,,მსგავსი საკითხების მოგვარებისთვის ბინის მეპატრონემ კულტურის სამინისტროს უნდა მიმართოს." - ამბობს რამაზ შიოშვილი.

ავარიულ შენობას ზამთარ-ზაფხულ ნალექი დასდის, ძლიერი ქარის დროს კედლები კიდევ უფრო ზიანდება. კეთილმოწყობის სამსახურმა მეპატრონეს ეზო შემოაღობინა. დანგრევის ნებართვასაც არავინ იძლევა. აღნიშნულ ქუჩაზე ფეხით მოსიარულეებთან ერთად მანქანებიც მოძრაობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები