სხვადასხვა
გორის უბნები და მათი ძველი სახელები
მუშათა და გლეხთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც 1924 წელს გორში გაიმართა, გორის ქუჩებისთვის სახელები შეუცვლიათ.

სხდომის ჩანაწერის მიხედვითვე, ქალაქში 6 უბანს თავისი სახელი ჰქონდა. აქედან, ციხის უბანი, წყაროს უბანი და წმინდაწყალი დღესაც ცნობილია.

რაც შეეხება დანარჩენებს, რუსის უბანი, ფრანგების უბანი და გარეთ უბანი, სავარაუდოდ, გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა.

XX საუკუნის დასაწყისში გორის ქუჩების შესახებ მასალები გორის არქივის მეცნიერ-თანამშრომელმა ქეთევან მაჭარაშვილმა მოძებნა.

მისი ინფორმაციით, 1924 წელს მუშათა და გლეხთა საბჭოს სხდომაზე სახელი შეეცვალათ ქუჩებს და ეწოდათ:

ვაგზლის ქუჩა ---- ორჯონიკიძის ქუჩა

ერისთავის ქუჩა ----- კომსოპოლიტების

ელიზავეტის -----კლარა ცეტკინის

ამილახვრის ------ კარალეთის

ენგელმანის ------ სტალინის

ვორონცოვ-დაშკოვის მოედანი --- ვაგზლის მოედანი

მეორე თუმანოვის ქუჩა -------- არსენ ჯორჯიაშვილის ქუჩა

სათავადაზნაურო ქუჩა ---- მუშურ-გლეხური ქუჩა

სავაჭრო ქუჩა ------- კოოპერატივის ქუჩა

სემინარიის ქუჩა ----- ცხაკაიას ქუჩა

კათოლიკების ქუჩა ---- შაუმიანის ქუჩა

სასწვრის მოედანი, არტილერიის მოედანი, ხარაზხანის ქუჩა, კვირაცხოვლის ქუჩა, სამთო ქუჩა, ძველი ხაზინის ქუჩა, თუმანოვის I,II,III ქუჩები, მოკლე ქუჩა, , სულხანოვის ქუჩა,

ეკატერინეს ქუჩა, მათეს ქუჩა, გიორგის ქუჩა, დავრეშაშვილის ქუჩა, ერთობის ქუჩა, წისქვილის ქუჩა, ახალი ქუჩა, სამების შესახვევი, სობოროს ქუჩა, სემინარიის ქუჩა, ისაკის ქუჩა, აკაკის ქუჩა, შოთა რუსთაველის ქუჩა, გორიჯვრის ქუჩა და სხვა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები