სხვადასხვა
,,ბრძენი”, კანდიდატი და წინასაარჩევნოდ გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი

,,აღნიშნულ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებით ორგანიზებას უწევდნენ გამგებლის თანაშემწე ვასილ ბაქრაძე,მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი ანი ბალიაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების მმართველი ლეილა ნადირაშვილი,სოფლების რწმუნებულები და საქართველოს კლუბ „რა? სად? როდის?“ -ის ოფიციალური წარმომადგენელი ქარელის მუნიციპალიტეტში ეკა ბაქრაძე.” – წერია გამგეობის განცხადებაში.

სულ მონაწილეობდა 21 გუნდი. ასპარეზობის ბოლოს გამოიკვეთა 4 ძლიერი გუნდი. პირველი ადგილი დაიკავა ქარელის გამგეობის გუნდმა, მეორე ადგილი ერგოთ გასული წლის ჩემპიონებს ქარელის გუნდს „სოლომონ ბრძენი“ და აგარის გუნდს „ამოკი“,მესამე ადგიგლი დაიკავა ქარელის გუნდმა „ხარება“.

გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცათ წიგნები. საპრიზო ადგილების მფლობელთათვის საჩუქრები დააწესეს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ქარელის ტერიტორიული ორგანოს რმუნებულმა ზვიად გოგიჩაშვილმა და კლუბ „რა? სად? როდის?“-ის წარმომადგენელმა ეკა ბაქრაძემ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები