რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
სხვადასხვა
ქართველი ქალისა და მამაკაცის ვარცხნილობა შუასაუკუნეებში
გვიანშუასაუკუნეებში, მამაკაცის თმის ვაცხნილობის სამი სახეობა გამოიკვეთა: თმაგადაპარსული წინ ქოჩრით; მოკლედ შეჭრილი; ყურზე მოკვეცილი. რაც შეეხება ქალებს, გვიანშუასაუკუნეებში ქალის ვარცხილობის ერთი სტილი ჩანს.
ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა გულნარა კვანტიძემ თავის ნაშრომში ,,ეთნოგრაფიული სურათები XVII-XVIII სს. საქართველოს ისტორიიდან“ აღწერა.

მამაკაცის ვარცხნილობა

იტალიელი მოგზაური იოსაფა ბარბარო, რომელმაც XV საუკუნეში, ბაგრატ VI (1466-1478) მეფობის დროს იმოგზაურა საქართველოში, აღნიშნავს, რომ ქართველები თმას იპარსავენ, ,,ხოლო გარშემო იტოვებენ ცოტას, როგორც ჩვენი აბატები", ამას მოგზაური, ქართველების უშვერ, ახირებულ ზნე-ჩვეულებად მიიჩნევს.

თმის გადაპარსვის მიღებულ წესს, დიონიჯი კარლიც ადასტურებს (როგორც უკვე ცნობილია, მან XVII საუკუნეში, გიორგი XI (1676-1688) მეფობის დროს იმოგზაურა საქართველოში, თბილისში).

მისი გადმოცემით, თბილისში თავი თითქმის ყველას გადაპარსული აქვს, ხოლო წინ ისეთ მოზრდილ ქოჩორს იტოვებენ, ,,გეგონებათ, ნამდვილი თმა ეტარებინოთ". 

ვარცხნილობის მეორე სახეობა - მოკლედ შეჭრილი თმაა, რომელიც ბუგეულის წმ. ღვთისმშობლის ეკლესიაში (XVIს.), სამხრეთ და დასავლეთ კედელზე გამოსახულ ქტიტორთა გამოსახულებაში დასტურდება.

მოკლე თმას ატარებდა ერეკლე II (1762-1798), თეიმურაზ II (1744-1762) და ვახუშტი ბატონიშვილი (სურ.26) ასევე დაბალი თმითაა წარმოდგენილი წმ. ესტატე პლაკიდა  XVIII საუკუნის ნაქარგ ორ ქსოვილზე, რომელზეც მას მუქი, მოკლედ შეჭრილი თმა-წვერი უჩანს.

ვარცხნილობის მესამე - ყურს უკან მოკვეცილი თმის ტარება გვიანშუასუაკუნეების მამაკაცებისთვის მიღებული რომ იყო, ამის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს" ასეთი ვარცხნილობა აქვს ლევან კახთა მეფეს (1520-1574) გრემის მთავარანგელოზის ტაძრის დასავლეთ კედლის მარცხენა მონაკვეთში. ყურს უკან მოკვეცილი თმა მოუჩანს ჭალის XVIII საუკუნის ეკლესიის დასავლეთ კედელზე გამოსახულ ქტიტორებს და წმ. გიორგის სახ. ნაკურალეშის (XVII 70-იანი წლები,) ეკლესიაში გამოსახულ საერო პირს (სურ. 16).

ასეთივე თმის ვარცხნილობითაა წარმოდგენილი, კასტელის ნახატის მიხედვით, გიორგი ლიპარტიან ჩიქვანი ვაჟთან ერთად მარტვილში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში (XVII ს. 80-იანი წლები).

მოცემულ იკონოგრაფიასა და მეფეთა პორტრეტებზე, ნათლად ჩანს მოკლე ულვაშის, მოკლედ შეჭრილი წვერ-ულვაშისა და გრძელი წვერის ტარების წესი.

შენიშვნა: გრაფიკულ მასალებზე გამოსახულია მამაკაცისა და ქალის ვარცხნილობების თანამედროვე სტილი

დიონიჯი კარლის გადმოცემით, გიორგი XI (1676-1688) ,,წვერ-ულვაში ორი დიდი და გრძელი ულვაშისაგან შედგება. ულვაში, წვერითურთ, ღაწვის კანს გასდევს და ნიკაპთანაა თავმოყრილი. ასეთი წვერ-ულვაში ლამაზად გამოიყურება და მაღალ კაცს ძალიანაც უხდება. ვინც მაღალი ტანისა არ არის, ასეთები კი მცირეა, ანაგობის მაგივრობას სისქე ეწევა. ასე რომ ყოველმხრივ დიდებული იერი აქვთ [ქართველებს]".

,,მოცემული საისტორიო წყაროებისა და იკონოგრაფიული გამოსახულებების საფუძველზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყურს უკან შეკვეცილი და მოკლედ შეჭრილი თმის ტარება მეფე-დიდებულთა წრეში, მიღებული წესი ყოფილა, ხოლო იოსაფა ბარბაროსა და დიონიჯი კარლის მიერ გადმოცემული თმის გადაპარსვის ჩვეულება ალბათ უფრო ქალაქის დაბალ ფენებში იყო მიღებული.” - აღნიშნავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ისტორიის დოქტორი გულნარა კვანტიძე.




ქალის თმის ვარცხნილობა

XVII-XVIII სს. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, ქალბატონების თმის ვარცხნილობის, შეიძლება ითქვას, ერთი სტილი დადასტურდა. ეს არის ნაწნავები (ანუ დალალები) და კავები, (ანუ ზილფები).


ქალი თმას შუბლზე სპეციალური ,,თმის გასაყოფი ჩხირით"490 შუაზე გაიყოფდა, თმის უმეტეს, გრძელ ნაწილს, რამოდენიმე (ძირითადად ოთხი. ეს დამოკიდებული იყო თმის სიგრძესა და მოცულობაზე) დალალად დაიწნავდა. ორივე მხარეს თითოს წინ დაიტოვებდა, ორს კი უკან გადაიგდებდა. თმის მოკლე ნაწილს კი ,,დაიკავებდა'' (დაიხვევდა) და ზილფებად დაიტოვებდა ისე, რომ საფეთქელი დაეფარა.

ხანშიშესული ქალბატონების თმის ვარცხნილობა ერთი, მცირეოდენი დეტალით განსხვავდებოდა ახალგაზრდისაგან. გათხოვილი და ასაკოვანი ქალი, შედარებით გრძელ კავებს ატარებდა და ლეჩაქში მალავდა , ახალგაზრდას კი კავები უფრო მოკლე და თავსაბურავში გამოჩენილი ჰქონდათ. ქართველი ქალი - მეცხრამეტე საუკუნის ფოტო


საინტერესოა, შარდენის მოსაზრება ქართველი ქალების თმის ვარცხნილობასთან დაკავშირებით. ,,თმის დავარცხნა და დახვევა" - აღნიშნავს მოგზაური - ,,ევროპელი ქალების მსგავსად იციანო ქართველმა ქალებმა." 


,, რა ჰქონდა შარდენს მხედველობაში, ჩვენთვის უცნობია, ვინაიდან XVII-XVIII საუკუნეებში, დასავლეთ ევროპაში ქალები ზოგადად თმის განსაკუთრებულად მაღალ ვარცხნილობას ატარებდნენ, რისთვისაც იყენებდნენ ხელოვნურ თმასა და სპეციალურ საშუალებებს. ამას გარდა, იშვიათად, მაგრამ მაინც, ხმარობდნენ პარიკს, რომლის ინტენსიურად გამოყენება საფრანგეთის მეფე ლუი XIII (1610-1643) მმართველობის პერიოდიდან დამკვიდრდა. იგი 23 წლის ასაკში გამელოტდა და ხელოვნური თმის საფარით ცდილობდა მის დაფარვას.“ - აღნიშნავს მეცნიერი თავის ნაშრომში.

ქართველ მანდილოსანთა თმის ვარცხნილობასთან დაკავშირებით, სხვა მოსაზრება აქვს გამოთქმული არქანჯელო ლამბერტის. იგი აღნიშნავს, რომ ოთხი ნაწნავიდან, შედარებით მოკლე სიგრძისას ქალები ყურებზე იხვევენ, ხოლო დანარჩენ ორს, შავი აბრეშუმის ფოჩებით, ოქროთი ან ძვირფასი თვლებითა და მარგალიტებით ილამაზებენო.



გამოყენებულია საქართველოს არქივში დაცული მე-19 საუკუნის ქართველი მამაკაცებისა და ქალების ფოტოები.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის
კოლმეურნეობას!

,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის კოლმეურნეობას!" - კვლავ გაისმა ტრიბუნიდან.

19:30 / 21.09.2019
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება,
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
17:45 / 13.06.2019
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982
წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად
კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982 წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
23:58 / 29.03.2019
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო
მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული
ბრძოლების შესახებ.
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული ბრძოლების შესახებ.
22:20 / 21.03.2019
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის
ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
01:01 / 28.02.2019
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.