რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
სხვადასხვა
წერილი ბოლშევიკებს ვატიკანიდან - გორის ,,ფრანგების ეკლესიის" გადასარჩენად
გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, გასაბჭოების პერიოდში არსებული ანტირელიგიური მოძრაობის შესახებ, სპეციალური ნაშრომი გამოსცა. შიდა ქართლის ისტორიის საკითხებისადმი მიძღვნილ მონოგრაფიაში აღნიშნულია, რომ გორის კათოლიკური ეკლესიის ბედით, ვატიკანი დაინტერესდა. იმ პერიოდისთვის გორში არსებობდა კათოლიკური, ე.წ. ,,ფრანგების ეკლესია", რომელიც ამჟამად ეპარქიას ეკუთვნის და საკათედრო ტაძარს წარმოადგენს.

პროფესორი გიორგი სოსიაშვილი ამჟამად ამბობს, რომ მის კვლევა-ძიებას არ უცდია იმის გარკვევა, თუ კონკრეტულად რომელ ეკლესიას გულისხმობდა ვატიკანის დელეგატი 1923 წელს. ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, ელდარ მამისთვალიშვილი თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში კათოლიკური სალოცავი ოსმალებმა დაანგრიეს, რომელიც ,,ფრანგების ქუჩაზე" მდებარეობდა; სადაც მხოლოდ ერთი ქვაღაა შემორჩენილი და მასზე ბოლო დრომდე სანთლებს ანთებდნენ კათოლიკეები. 

რაც შეეხება ვატიკანის დელეგატის წერილს, დათარიღებული 1923 წლის 16 სექტემბრით, საქართველოს რევოლუციური კომიტეტის სახალხო კომისარმა, გეგეჭკორმა მიიღო.

როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ, 1921 წლის 15 აპრილს საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა მიიღო # 22 დეკრეტი, რომლის მიხედვითაც ეკლესიების ქონება სახალხო კუთვნილებად გამოცხადდა. საეკლესიო ქონება ადგილობრივი თემების აღმასკომთა წარმომადგენლებმა აღწერეს და ხაზინას ჩააბარეს. განსაკუთრებით ფასეული ნივთები, რომელთაც ისტორიული ღირებულება ჰქონდათ, მთავრობის დადგენილებით, მუზეუმს გადაეცა.

1923 წელს ხელისუფლებამ გორში არსებული კათოლიკური ეკლესია დახურა. გორის თემის აღმასკომის პრეზიდიუმის ოქმში მითითებულია, რომ ეკლესიის დახურვის მიზეზი იყო კათოლიკეების სალოცავში არსებული ანტისანიტარია, ასევე მრევლის მცირე რაოდენობა. ხოლო კათოლიკეთა ეკლესიის წინამძღვარი პატრი კონსტანტინე საფარაშვილი მიჩნეული იყო, როგორც საბჭოთა წყობილების მოწინაღმდეგე.

,, ჩვენს ხელთ არსებული სხვა დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ბოლშევიკებს კათოლიკეთა სალოცავი 1923 წელს გაუუქმებიათ. ამას ადასტურებს 1923 წლის 16 სექტემბრით დათარიღებული ვატიკანის დელეგატის წერილი, რომლის ადრესატია შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი ალექსანდრე (საშა) გეგეჭკორი.“ - წერს პროფესორი გიორგი სოსიაშვილი.

ვატიკანის დელეგატის წერილში წერია:

„შინაგან საქმეთა კომისარს საშა გეგეჭკორს ქ. თბილისში

ბ. კომისარო! მოგმართე თქვენ უკვე ორ გზით. შესახებ გორის კათოლიკეთა ეკლესიისა რომელიც დახურულ იქმნა კათოლიკე მრევლის სურვილის წინააღმდეგ, რის შესახებ თვითონ მრევლმაც შემოგჩივლათ ეკლესიის დახურვისთანავე საერთო განცხადებით. მის შემდეგ შემემთხვა ორი თვით მოგზაურობა რუსეთში. იმედი მქონდა, რომ ხსენებული ეკლესია დაბრუნებული დამიხვდებოდა; ხოლო ვინაიდან ეს ესრედ არ იქმნა, კვლავ მოგმართავ თქვენ რათა კეთილ ინებოთ და დააბოლოოთ ეს საკითხი გორის მორწმუნე კათოლიკეთა სასარგებლოდ. პატივისცემით დელეგატი ვატიკანისა ადრიანუს სმეტსი. 16 ენკენისთ. 1923 წ.“

ვატიკანის დელეგატის მიმართვამდე, 1923 წლის 10 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს წერილი გაუგზავნა გორის კათოლიკეთა ეკლესიის წინამძღვარმა კონსტანტინე საფარაშვილმა. წერილში ქართველი პატრი კათოლიკეთა გაუქმებული ეკლესიის აღდგენას და წართმეული საოჯახო, ასევე საეკლესიო ნივთების უკან დაბრუნებას ითხოვდა.

1923 წლის 22 სექტემბერს საქართველოს ბოლშევიკური მთავრობა გარკვეულ დათმობებზე წავიდა, რადგან თითქმის ყველა კუთხიდან იგზავნებოდა მორწმუნეთა თხოვნები დახურული სამლოცველოების გახსნასთან დაკავშირებით. მართლმადიდებლებთან ერთად სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს ხელისუფლებამ უფლება მისცა, ჩამოეყალიბებინათ და რეგისტრაციაში გაეტარებინათ რელიგიური საზოგადოებები.

მთავრობის 1923 წლის 22 სექტემბრის დადგენილების თანახმად, იმისათვის, რომ მორწმუნეებს რელიგიური საზოგადოება რეგისტრაციაში გაეტარებინათ, სიაში არანაკლებ 50 მორწმუნე უნდა ყოფილიყო. გორის კათოლიკეთა მრევლი 18 წლის ზევით ამ დროისათვის 150 ადამიანს შეადგენდა.

გორის კათოლიკეთა საზოგადოებამ 1923 წლის 29 დეკემბერს სხდომა ჩაატარა და წესდება მიიღო. ,, გორის კათოლიკეთა საზოგადოება გამოსთქვამს იმედს, რომ თანახმად მთავრობის ცირკულიარისა, ადგილობრივი აღმასკომი კეთილ ინებებს და ახლო მომავალში კათოლიკეთა ეკლესიის დაბრუნებით, დააკმაყოფილებს კათოლიკე საზოგადოების ცხოველ სურვილსა. რაზედაც ხელს აწერენ: კრების თავმჯდომარის მაგიერ: კონსტ. გაბრ. ძე საფარაშვილი, მდივანი: ალექსანდრე ზუბალაშვილი, ძმათუმთავრესი: გაბო ჩიტაშვილი“. - წერია ოქმში.

საბოლოოდ, 1924 წლის 10 თებერვალს, კათოლიკეთა რელიგიურ საზოგადოებას გორის აღმასრულებელი კომიტეტისაგან ღვთისმსახურებისათვის უვადოდ გადაეცა ქ. გორში მდებარე ქვითკირის შენობა. კათოლიკეებს დაუბრუნდათ ასევე ჩამორთმეული საეკლესიო ნივთები. ამისათვის გაფორმდა სპეციალური ხელშეკრულება კათოლიკეთა საზოგადოებასა და გორის აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელს – ს. ცხოვრებაშვილს შორის.

მიუხედავად ამისა, იმავე, 1924 წლის 22 ოქტომბერს, გორის სამაზრო აღმასკომის პრეზიდიუმმა შუამდგომლობით მიმართა შსს სახალხო კომისარიატს - კათოლიკე პატრის საქართველოდან გაძევების შესახებ. გორის სამაზრო აღმასკომის პრეზიდიუმის სხდომას, 1924 წლის 22 ოქტომბერს, ესწრებოდნენ ამხანაგები: სიამაშვილი, ბადრიაშვილი და ს. საყვარელიძე, თავმჯდომარე ვ. ქურდაძე.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის
კოლმეურნეობას!

,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის კოლმეურნეობას!" - კვლავ გაისმა ტრიბუნიდან.

19:30 / 21.09.2019
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება,
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
17:45 / 13.06.2019
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982
წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად
კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982 წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
23:58 / 29.03.2019
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო
მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული
ბრძოლების შესახებ.
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული ბრძოლების შესახებ.
22:20 / 21.03.2019
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის
ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
01:01 / 28.02.2019
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.