სანდრო გზირიშვილის ინიციატივას მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი ეთანხმება. მან ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტებს საკითხის შესწავლა და მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მოძიება დაავალა. გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი ქეთევან წივწივაძე მშენებლისგან დოკუმენტაციას ბოლო დღემდე ელოდება.
ქეთევან წივწივაძის განცხადებით, რეკრეაციულ ზონაში ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობაზე ნებართვა 2010-2014
წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით მესროფაშვილს გაუცია. გამგეობაში დოკუმენტაცია ვერ ნახეს.
ვახტან ბეჟიტაშვილისთვის, რომელიც საკრებულოს დამოუკიდებელი წევრია, გაუგებრია, თუ რატომ ჰქონდა მშენებლობაზე გაცემის ნებართვის შესაძლებლობა საკრებულოს, ნაცვლად, გამგეობის შესაბამისი სამსახურისა.
ბავშვებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტი და სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მასალა - ბუნებრივი მოვლენები უკეთ შეისწავლეს
საქართველოს რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა ცნობიერების ამაღლებას სასულიერო პირებში

07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.

28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს.

26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა.

26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს 8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია.

26.05.2015 ,,ცოცხალი გუბერნატორი აქამდე გინახავთ?" - უთხრა თელადგორელებს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა.

