სტატიები
ქარელის რაიონში წველადობა 20%-ით შემცირდა (Duplicate) 2

28.04.2015 ქარელის რაიონის სოფლებში შინაურ საქონელს წითელი ფერის ჰელმონითი აღმოაჩდა,

რომელიც წველადობას 20% ამცირებს. ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა ტერიტორიული თემის წარმომადგენლები გააფრთხილა. დაავადების გამწვავებას საქონლის დაღუპვა მოსდევს. თემის წარმომადგენლებს მოსახლეობის დროული ინფორმირება და აცრების ჩატარების დაჩქარება დაევალა.

01:51 / 15.05.2015
ქარელის რაიონში წველადობა 20%-ით შემცირდა

28.04.2015 ქარელის რაიონის სოფლებში შინაურ საქონელს წითელი ფერის ჰელმონითი აღმოაჩდა,

რომელიც წველადობას 20% ამცირებს. ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა ტერიტორიული თემის წარმომადგენლები გააფრთხილა. დაავადების გამწვავებას საქონლის დაღუპვა მოსდევს. თემის წარმომადგენლებს მოსახლეობის დროული ინფორმირება და აცრების ჩატარების დაჩქარება დაევალა.

01:51 / 15.05.2015
უფასო ფართი პარლამენტარებისთვის - მინდობილობის გარეშე

01.05.2015 გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების ბალანსზე არსებული ფართი ადგილობრივ პარლამენტარებს ისე უკავიათ, რომ ადგილობრივ ბიუჯეტებში ქირის გადასახადებს არ

იხდიან. ამის შესახებ გადაწყვეტილებები  მუნიციპალიტეტების შესაბამის ხელმძღვანელებს ოფიციალურად დიდი ხანია მიღებული აქვთ.  გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, პარლამენტარებს, კომფორტული ოფისების სარგებლობის უფლება, 4 წლის ვადით, აქვთ მინიჭებული.

02:27 / 02.05.2015
ახალი ,,მოურავი" კასპში - ,,საჯაროდ ამას როგორ ვიტყვი?"

24.04.2015 კასპის გამგეობის კულტურის გაერთიანების დირექტორი მიხეილ ქოსაშვილი ამბობს, რომ მის ნებასურვილზეა დამოკიდებული ერთვიან ხელშეკრულებაზე მყოფი თანამშრომლების გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამავე გაერთიანების სპეციალისტს, ლია ბეგლარაშვილს 2015 წლის 1 აპრილს

ხელშეკრულება იმ მოტივით აღარ გაუგრძელა, რომ თანამშრომელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მათ შორის ინციდენტი კი სწორედ 1 აპრილს მოხდა. ლია ბეგლარაშვილმა მოულოდნელად შეიტყო, რომ მორიგ ერთთვიან ხელშეკრულებას აღარ უფორმებდნენ.

02:45 / 25.04.2015
,,დოლ-გარმონის თუ პაპიროსის ფული" - ხელშეწყობა ქართულ ჭიდაობას

23.04.2015 ქალაქ გორის საკრებულოს წევრმა სოსო ფალელაშვილმა გორის მერიის ბიუჯეტიდან, ქართული ჭიდაობის რეგიონალური ფედერაციისთვის,  6 ათასი ლარის გამოყოფის საკითხი გააპროტესტა. ამის შესახებ მან საკრებულოს დღევანდელ ბიუროს სხდომაზე კითხვები მერიის საფინანსო

საბიუჯეტო სამსახურის უფროსს დალი ტლაშაძეს დაუსვა. ბიუროს სხდომაზე ახალგაზრდობისა და სპორტის განყოფილების უფროსი თეა კეჩხუაშვილის დაიბარეს. დისკუსიაში გორის მერის მოადგილე ნუკრი ჯოხაძეც ჩართეს.

23:10 / 23.04.2015
ბრძოლა პრადოებისთვის და 8 ცალი მოტოციკლისთვის

24.03.2015 სამი ტოიტოტა პრადო, ერთი მიცუბიში მონტერო და ერთი ლექსუსი - შსს-გან მათ უკან დაბრუნებას  ,,თავისუფალი დემოკრატების" სახით ქალაქ გორის საკრებულოს ოპოზიცია ითხოვს. 2015 წლის 23 მარტს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე

ბიუროს წევრებს ქონების მართვის სააგენტოს წერილი გააცნეს, რომლის მიხედვით, გორის მერიას სთავაზობენ, რომ 2008-2012 წწ-ში სამხარეო პოლიციის უფროსებისთვის თხოვების ხელშეკრულებით გადაცემული მანქანები ბალანსიდან მოიხსნას.

23:11 / 24.03.2015
ფეხით მოსიარულე მამა-შვილს მანქანა დაეჯახა

05.03.2015 მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.  დღეს გვიან საღამოს მათ კასპის ცენტრში ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებულები ამჟამად კასპის საავადმყოფოში ჰყავთ.

02:22 / 06.03.2015
სოფლის პროგრამით შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე ვერ პოულობენ

05.03.2015 ,,გორის რაიონის სოფელ წედისში, სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის ფარგლებში შესრულებული

სამუშაოების მოძებნა და იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, სამუშაო არ არის შესრულებული." - ამ წინადადებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შედგენილ სპეციალურ ანგარიშში ამოიკითხავთ, რომელიც 2015 წლის იანვარში მუნიციპალიტეტს გასაცნობად გაუგზავნეს. 

 

22:52 / 05.03.2015
მარტიდან სასკოლო სპორტული ოლიმპიადები დაიწყება

01.03.2015 მასშტაბურ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში 50 000-ზე მეტი ბავშვი,  3 000-ზე მეტი პედაგოგი, 1000-ზე მეტი მშობელი, ადგილობრივი მედია, ადგილობრივი ხელისუფლება და კერძო სექტორის წარმომადგენლობა იქნება ჩართული, ხოლო 14 000-ზე მეტი

მოსწავლე თამაშების უშუალო მონაწილე იქნება. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ახლადშემუშავებული პროგრამა რეგიონულ ცენტრებს უკვე დაუგზავნა. იდეას ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია განახორციელებს.

 
17:10 / 01.03.2015
ცემა გამგეობის შენობაში - მხილებულია ერთი პიროვნება

24.02.2015 ღამის 12 საათი სრულდებოდა, როდესაც ადმინისტრაციულ შენობაში დაუბრკოლებლად მხოლოდ

ორი პიროვნება შევიდა. ეს ორი პიროვნება ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლები იყვნენ. რამდენიმე წუთში 112-ზე შეტყობინება ჩხუბის ფაქტზე შევიდა. პატრულის ორი ეკიპაჟი და კრიმინალური პოლიციის ერთი პიკაპი შენობის ჭიშკართან სიგნალებით მივიდა.

00:53 / 25.02.2015
ვიდეორეპორტაჟი
გიდების საერთაშორისო დღეს, ქართველმა გიდებმა საქართველოს დამახინჯებული რუკების გავრცელებასთან დაკავშირებით, უფასო ტური მოაწყეს.
,,მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ეპოქის შესახებ ცოდნის შესამოწმებლად ტესტები წერეს. ფინალურ ტურში 20 საუკეთესო გადავიდა."

ბავშვებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტი და სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მასალა - ბუნებრივი მოვლენები უკეთ შეისწავლეს

,,მამაჩემი ძალიან ჯიუტი კაცი იყო. სანამ არ დაოჯახდები, ბაკურიანიდან ფეხს ვერ გაადგამო, მართლაც ასე მოხდა“
გასული თვის პოპულარული სიახლეები
შიდა ქართლის სამღვდელოება ,,გირჩის“ და მისი ეპისკოპოსების წინააღმდეგ (VIDEO)

საქართველოს რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა ცნობიერების ამაღლებას სასულიერო პირებში

ცნობილი სპორტსმენები სანტას ფორმით გორის სკოლებს ესტუმრნენ
იცნეს თუ არა მოსწავლეებმა და საკუთარმა მასწავლებლებმა სანტები, ამის შესახებ qartli.g ვიდეოს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.