სტატიები
,,ზაფხულია და ხალხს შეხვედრებისთვის ვერ მოვაცდენთ" - რას აკეთებს ლერი ხაბელოვი ქარელში

თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქარელის დეპუტატი, პარლამენტარი ლერი ხაბელოვი რაიონში თითქმის არ ჩანს. მის ფუნქციებს ადგილზე მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ასრულებენ. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაინტერესდა აღნიშნული ბიუროს საქმიანობით.

03:35 / 16.08.2014
ქვიშხეთში წყალდიდობის პირველი კადრები

ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში მდინარე შოლას ადიდებამ ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლები, ბაღები და სათავსოები დაუტბორა. სტიქია 12 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში მოსულმა ნალექმა გამოიწვია.

03:13 / 14.08.2014
ქვიშხეთში სამაშველო-გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მაშველები ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში სამაშველო სამუშაოებს ახორციელებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

22:14 / 13.08.2014
გამგებლის მოადგილეს დაარტყეს

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ჯამბულატ ქამხაძეს მოქალაქემ სიტყვიერი და ფიზიკური

შეურაცხყოფა მიაყენა. ყოფილ სპორტსმენს სახეში და ყელის არეში დაარტყეს. კამათი მალევე განმუხტეს, ინციდენტი კი მუნიციპალიტეტის შენობის წინ საკრებულოს სხდომის დამთავრების შემდეგ მოხდა. ჟურნალისტების გამოჩენისთანავე დაპირისპირებულმა მხარეებმა ტერიტორია დატოვეს. 

21:01 / 13.08.2014
,,რას აკეთებთ, თბილისი უნდა გათიშოთ?" - დაუდევრობის გამო აღმოსავლეთ საქართველო დროებით ჩაბნელდება

სოფელ აღაიანთან ძველი შენობის რემონტის მიზნით მაღალი ძაბვის ხაზების გადატანა იგეგმება. ამის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 12 აგვისტოს სხდომაზე

გახდა ცნობილი.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 5 ათასი ლარის ღირებულების, თანაც დამტკიცებული პროექტის გამო, იძულებულები ხდებიან აღმოსავლეთ საქართველო დროებით ჩააბნელონ. ამ საკითხმა სხდომაზე ხმაური გამოიწვია.

01:21 / 13.08.2014
ქვევრი წყალში ანუ ,,ჩაფლავებული" ტირიფონის პროექტი

გორის რაიონის სოფელ ფლავისმანის 30-მდე ოჯახში აღმოაჩინეს, რომ მათი საცხოვრებელი სახლები წყლით გაჯერებულ მიწაზე დგას. მდგომარეობა განსაკუთრებულად 8 აგვისტოს საღამოს გართულდა, როდესაც მიწიდან ამოსულმა წყალმა ქვევრებიც ამოყარა.  ადგილობრივები ფიქრობდნენ, რომ სტიქია ორი თვის წინ ახლომდებარე სარწყავი არხის გაწმენდითმა სამუშაოებმა გამოიწვია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტები მოგვიანებით მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა

ტირიფონის არხი დროებით დაიკეტოს. ეს ის არხია, რომელიც 2013 წლის მაისში საზეიმოდ გაიხსნა და მის რეაბილიტაციაში 13 მლნ ნახევარი ლარი დაიხარჯა.

00:11 / 12.08.2014
ბიზნესმენის აგარაკზე ჩინოვნიკების ქეიფი და პროტესტი გზაზე

,,შეხედე, შეხედე, ყველაფერი მორჩა და ეს კაცი სათოხლავად ამოვიდა" - თქვა ერთ-ერთმა კასპელმა სპორტსმენმა, როდესაც მისი ყოფილი მეგობარი, პარლამენტარი დავით ონოფრიშვილი გოსტიბეში დღის მეორე ნახევარში გამოჩნდა. კონცერტი დამთავრებული იყო; ცეცხლზე აღარც მწვადი იწვებოდა და ქვაბში აღარც ხინკალი იყო ჩაყრილი. შემოეხვივნენ

გამგეობის თანამშრომლები, ნაცნობები, უცნობები, სტუმრები... მოიკითხეს. 10 წუთის შემდეგ მასთან ერთად სხვა მაღალჩინოსნები გაღმა მხარეს სხვა სახლებისგან გამორჩეულ აგარაკზე გავიდნენ; მიკროავტობუსებით ამოყვანილი ხალხი კი მძღოლებს მზის ქვეშ ელოდებოდა;

16:09 / 10.08.2014
სასამართლოში მარიხუანას მოხმარების ფაქტზე დაკავებულების ,,გრძელი რიგებია"

გორის სასამართლოში, მარიხუანას მოხმარების თუ მოყვანის ბრალდებით, პოლიცია დაკავებულების მიყვანას ვერ აუდის. სახდელდადებულებს შორის ახალგაზრდა, 22 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარიც მოხვდა. მათთან ერთად 500 ლარიანი ჯარიმები ქორწილებში და დასასვენებლად მყოფებმაც მიიღეს. 

22:58 / 07.08.2014
რა შედეგი მოაქვს ნაჩქარევად დამტკიცებულ დებულებებს

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომებზე მიღებულ, სხვადასხვა სამსახურების დებულებებში  რამდენიმე

კურიოზული ფაქტი დაფიქსირდა. კერძოდ, გამგეობის ეკონომიკური სამსახურის დებულების დამტკიცების და საკანონმდებლო მაცნეში მისი ატვირთვის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ სამსახურის  ფუნქციები არ ეწერა.

23:33 / 05.08.2014
,,გამგებელმა იფიქრა, იფიქრა და გამათავისუფლა"

ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის აწ უკვე ყოფილი უფროსი ანი ბალიაშვილი ამბობს, რომ გამგეობის სტრუქტურებში, ,,რეორგანიზაცია" მხოლოდ მას შეეხო. ამის შესახებ ბალიაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა. მისი თქმით, თვეების განმავლობაში

გამგებლისგან მიღებული მადლობები და წამახალისებელი ქებები სამსახურიდან გათავისუფლებად დაუჯდა. გამგებელი ზაზა გულიაშვილი კი აცხადებს, რომ  ბალიაშვილის მუშაობით უკმაყოფიელობი აიპიების (არასამეწარმეო იურიდიული პირები - კულტურის სამსახურს დაქვემდებარებული ორგანიზაციების) ხელმძღვანელებიც არიან.

19:46 / 05.08.2014
ვიდეორეპორტაჟი
,,თანხა სოფლის რწმუნებულმაც დადო. მას შემდეგ, რაც მამამისის სახლამდე მილი მიიყვანეს, რწმუნებულმა

,,ჟურნალები უყვარს სადაც ნახატებია. კომპიუტერი უნდა, რათა ფილმებს უყუროს

,,Master Peace Georgia’’-ს პროექტების კოორდინატორის, მარიამ ჯუღელის თქმით, ამ აქტივობით აგვისტოს ომისა და მისი გმირების გახსენება სურდათ.
,,კოტე ჩვენ არ ვბომბავთ ცხინვალს", ,,კოტე.... სსრკ ნოსტალგია" და ა.შ. - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით სამეფო ქუჩაზე ახალგაზრდები მივიდნენ.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
რა მოხდა გორში რესტორან ,,მზიურთან"
პოს-TV-ს წამყვან ნინო ადამაშვილსა და დიზაინერ გიორგი მასხულიას შორის მოხდა დაპირისპირება.
გორში რეგიონალური ,,Fashion Week" დაიწყო
,,გორი, უკვე, თბილისისა და ბათუმის შემდეგ, საერთაშორისო ფესტივალების ქალაქი გახდა. მხოლოდ ამ ორ ქალაქს ვერ ვჯობნით,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.